რეკლამის ლარში ფასდადებასთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკი მზადაა დაინტერესებული პირების კითხვებს უპასუხოს. როგორც კობა გვენეტაძემ ბიზნესკონტრაქტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, ფასის ლარში დანახვას ბევრი დადებითი თვისება აქვს და თუკი საკითხზე არის კითხვები ეროვნული ბანკი მზადაა ბიზნესს განმარტებები მიაწოდოს.
"ლარში ფასის დანახვა ნამდვილად კარგია, როდესაც ბიზნესოპერატორისგან ვყიუდულობთ ბილეთს ცუდი არ იქნება ვიცოდეთ თუ რა ღირს ის ლაში. ალბათ უნდა დამეთანხმოთ რომ, ის რომ ფასი იქნება ლარში არის ძალიან კარგი.
რაც შეეხება დეტალებს, მოგეხსენებათ რომ კანონი ძალაში 1 ივლისიდან შედის და ზუსტადაც იმიტომ რომ თუ რაიმე მოსამსაზედებელი სამუშაოებია ჩასატარებელი და საკითხებია გასავლელი ეს მოხდეს. ეროვნული ბანკი მუდმივად მზად არის შეხვედრებისთვის. ეს პერიოდი სპეციალურად ამისთვისაა გაკეთებული და ბიზნესს ექნება საშუალება კითხვები დასვას და პასუხები მიიღოს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

























