მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია" - ღარიბაშვილი

პრემიერი

ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიცემაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა, თუმცა ცნობილია, რომ საქართველომ 9 ახალი დათქმა უნდა შეასრულოს, საიდანაც ნაწილი თავდაპირველი 12 რეკომენდაციიდან გადმოსული შეუსრულებელი პუნქტებია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ მთავრობის მხრიდან 12 პრიორიტეტზე პროგრესია მისაღწევი, რა არის საქართველოს ოფიციალური პასუხი და როგორ მიმდინარეობს მთავრობის მხრიდან 12 პრიორიტეტზე მუშაობა, ამ საკითხზე პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TV Imedi-ს ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ საუბრობს.

“რეკომენდაციების შესრულება ჩვეულებრივი პროცესია, რომელსაც გავაგრძელებთ. რეკომენდაციების დიდი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი - ნაწილობრივ შესრულებული. ჩვენ ამ პროცესს ბუნებრივად მივყვებით და ამ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ”, - დასძინა ღარიბაშვილმა.

ამასთან, TV Imedi-ს ჟურნალისტის განცხადებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა თქვა, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის სურვილს, ბოლო პერიოდია ოპონენტების მხრიდან გარკვეულ ინტერპრეტაციებს ვისმენთ, როგორია ამ დროს პრემიერის პასუხი ოპონენტების მიმართ - ამ კითხვაზე ღარიბაშვილი პასუხობს:

"თუ ხელისუფლება რამეს აკეთებს, ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და მომავლისთვის, ეს ოპონენტების უსუსური მცდელობაა, რამენაირად ჩვენი ხელისუფლების მიერ მიღწეული შედეგები დააკნინონ, რომელსაც ბოლო 11 წელია ვატარებთ. ჩვენ ჩვენი ხალხის ნებას წარმოვადგენთ, ვმოქმედებთ ჩვენი ხალხის სახელით და ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი ხალხისთვის", - დასძინა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები