მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეკომენდებულია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ხელახალი გადასინჯვა - მედიაომბუდსმენი

64293e867c346
BM.GE
02.04.23 12:34
457

რეკომენდებულია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ხელახალი გადასინჯვა, რათა შეიცვალოს დებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, - ამის შესახებ მედიაომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული. 

“მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მთელი რიგი ასპექტები არ შეესაბამება ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს სტანდარტებს. საერთო ჯამში, “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონპროექტი არ შეესაბამება დირექტივა 2018/1808 აუდიოვიზუალური მედიასერვისების შესახებ (AVMSD)

არსებობს მთელი რიგი დებულებები, რომლებიც, სავარაუდოდ, დაარღვევს ევროპული კონვენციის მე-10 მუხლს (გამოხატვის თავისუფლება)

რეკომენდებულია “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის ხელახალი გადასინჯვა, რათა შეიცვალოს დებულებები, რომლებიც ჯერ კიდევ არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს", - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის გენერალური დირექტორატის დასკვნა საქართველოს კანონზე მაუწყებლობის შესახებ https://bit.ly/3nuHW5u მომზადდა ევროპის საბჭოს ექსპერტების, ივ სალომონისა და სალი ბროტონ მიკოვას მოსაზრებათა საფუძველზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები