საქართველოს საერთაშორისო რეზერვების ზომა, 1 წელში მილიარდი დოლარით შემცირდა, მხოლოდ ოქტომბერში კლება 627 მილიონი დოლარი იყო, რაც ისტორიულად ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი შემცირებაა. ახლა ქვეყნის სავალუტო რეზერვების მოცულობა 4 მილიარდი დოლარია. გასულ თვეში რეზერვების კლების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეროვნული ბანკის მიერ წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებული 4 სავალუტო ინტერვენცია გახდა. ეკონომისტები ნათია თურნავას გუნდის პოლიტიკას ნეგატიურად აფასებენ და აცხადებენ, რომ ვითარება ინვესტორებში ნდობის შემცირებას გამოიწვევს.