მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეკორდული 9.5%-იანი ზრდის შემდეგ, TBC-ის აქციები დღეს 4%-ით გაიზარდა

5c70127043af5
BM.GE
22.02.19 19:20
3351
22 თებერვალს ლონდონის საფონდო ბირჟაზე TBC ბანკის ჯგუფის აქციები 3.82%-ით გაიზარდა, შედეგად ერთი აქციის ღირებულებამ 14.66 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. დღევანდელი ზრდა 21 თებერვალს დაწყებული ზრდის ტენდენცია გაგრძელდა. გუშინ TBC-ის აქციები IPO-ს შემდგომ რეკორდული ტემპით - 9.5%-ით გაიზარდა.

თუ ვაჭრობა 14.66-ზე დასრულდება, მაშინ TBC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 794 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზრდება. 

TBC ბანკმა გუშინ ლონდონის საფონდო ბირჟაზე მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გათავისუფლების განცხადებასთან ერთად, 2018 წლის ფინანსური ანგარიშგებაც გამოაქვეყნა. 2018 წელს TBC-ის წმინდა მოგება 23%-ით, 454.9 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

TBC-ის აქციები მიმდინარე გამოძიების, ფულის გათეთრების ბრალდების, მილიონიანი ჯარიმის, ხელმოწერის უფლების შეჩერებისა და გადაყენების მოთხოვნის გამო ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ეცემოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები