მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეკორდული საჩივრები ტელეკომ სექტორში - კომუნიკაციების ომბუდსმენის 2025 წლის ანგარიში

2025 წელს მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურში 3015 საჩივარი შევიდა. მომხმარებელთა მხრიდან ყველაზე მეტი საჩივარი ინტერნეტ მომსახურების სფეროს ეხებოდა და ასეთი სულ 1462 განაცხადი იყო. საჩივრებში მეორე ადგილზეა მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურების სფერო 501 განაცხადით, მობილური სატელეფონო კავშირით მომსახურების საკითხს კი, 436 განაცხადი ეხებოდა. საჩივრების ძირითადი ნაწილი მომსახურების მიმწოდებელ ორ მსხვილ კომპანიაზე - მაგთიკომსა და სილქნეტზე ნაწილდება. მათ მიმართ ძირითადი პრეტენზიები ელექტრონული საკომუნიკაციო კავშირის დაზიანებას და მომსახურების შეზღუდვა/შეწყვეტის პირობებს უკავშირდებოდა. როგორ გადაწყდა მომხმარებელთა საჩივრების ბედი და რა აწუხებთ ტელეკომ ბაზრის მომხმარებლებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები