გასული სამუშაო კვირის 14-18 ოქტომბრის განმავლობაში ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა. დოლართან მიმართებით კურსის გამყარების მთავარი მიზეზი მიმდინარე კვირაში განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციას უკავშირდება, რომელიც სებ-მა 16 ოქტომბერს განახორციელა და გასაყიდად 70 მილიონი დოლარი გამოიტანა, საიდანაც ბაზარმა 64.8 მილიონი დოლარი აითვისა. 8 ოქტომბერს კი სებ-მა 48.8 მილიონი დოლარი გაყიდა სავალუტო ინტერვენციით.
მთლიანობაში ლარი დოლართან გასულ კვირაში 1.06 თეთრით, ევროსთან 3.47 თეთრით, გირვანქა სტერლინგთან კი 1.74 თეთრით გამყარდა.
საქსტატის თანახმად, სექტემბერში საქართველოში ფულადი გზავნილის მოცულობამ 283 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 1%-ით არის შემცირებული, ხოლო ექსპორტის მოცულობა კი სექტემბერში 17%-ით გაიზარდა და მან 616 მილიონი დოლარი შეადგინა.
ლარის ცვლილება გასული კვირის განმავლობაში ძირითად სავაჭრო პარტნიორებთან ასე ნაწილდება:
| ვალუტა | ლარი | ცვლილება თეთრებში |
| აშშ დოლარი | 2.7157 | 1.06 |
| ევრო | 2.9457 | 3.47 |
| დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი | 3.5426 | 1.74 |
| თურქული ლირა | 0.0792 | 0.03 |
| 100 რუსული რუბლი | 2.7992 | 3.75 |
| აზერბაიჯანული მანათი | 1.5979 | 0.54 |
| 1000 სომხური დრამი | 7.0255 | 1.23 |
| 100 იაპონური იენი | 1.8164 | 1.28 |
| 10 ჩინური იუანი | 3.8155 | 4.21 |
| 10 უკრაინული გრივნა | 0.6587 | 0.31 |




























