მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეკორდული შემოსავალი ტურიზმიდან - რომელი ქვეყნის ვიზიტორებმა დახარჯეს ყველაზე მეტი საქართველოში

ტურიზმი

4.125 მლრდ დოლარი - ეროვნული ბანკის შეფასებით, 2023 წელს საქართველომ ტურიზმიდან რეკორდული შემოსავალი მიიღო. ბოლო 1 წელიწადში საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლები 608.7 მლნ დოლარით არის გაზრდილი.

გასულ წელს ყველაზე მეტი შემოსავალი მესამე კვარტალში მივიღეთ და ამ მაჩვენებელმა 1.447 მლრდ დოლარი შეადგინა. შემოსავლებში რუსი ვიზიტორებიდან მიღებული შემოსავლები ლიდერობს, რამაც 938 მლნ დოლარს გადააჭარბა.

შემოსავლები ტურიზმიდან ქვეყნების მიხედვით:

  1. რუსეთი - $938 მილიონი დოლარი;
  2. თურქეთი - $631 მილიონი დოლარი;
  3. ევროკავშირი - $550 მილიონი დოლარი;
  4. ისრაელი - $308 მილიონი დოლარი;
  5. უკრაინა - $184 მილიონი დოლარი;
  6. სომხეთი - $161 მილიონი დოლარი;
  7. აზერბაიჯანი - $143 მილიონი დოლარი;
  8. ირანი - $128 მილიონი დოლარი;
  9. ბელარუსი - $103 მილიონი დოლარი;
  10. საუდის არაბეთი - $101 მილიონი დოლარი.
  11. სხვა ქვეყნები - $879 მილიონი დოლარი.

ეროვნული ბანკის შეფასებით 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი ბელარუსის მოქალაქეების 42.5% შეფასებულია როგორც 1 წელზე მეტი ვადით მყოფი პირები, ამიტომ მათ მიერ გაწეული ხარჯები არ შედის საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულ შემოსავლებში.

ტურიზმის შემოსავლებში ასევე არ არის გათვალისწინებული 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების 30.5% და უკრაინის მოქალაქეების 30.3%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები