“ჩვენ გვყავს არქიტექტორების ჯგუფი, რომლებმაც ჩვენი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით გარკვეული პროექტები შეადგინეს, რომელთა გარკვეული ნაწილი მერიისათვის გადაცემულია და მათი შესაბამისი სამსახურებიდან ველოდებით თანხმობას ან კორექტირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეს პროექტები მოიცავს რეკრეაციულ ზონებს, გასართობ ცენტრებსა და სავაჭრო ზონებს, ეს სამი ძირითადი მიმართულებაა”, - განაცხადა კომპანიის ხელმზღვანელმა სერგი რუხაძემ.
მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერიის მიერ შემუშავებულ მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში ელიავას ბაზრობის ტერიტორია სხვა სახით არის წარმოდენილი, მესაკუთრეთა ნაწილმა განვითარების ალტერნატიული პროექტი შეიმუშავა.
“პროექტი მერიისთვის გადაცემულია და ველოდებით შესაბამისი სამსახურებიდან პასუხს”,- აცხადებს სერგი რუხაძე.
მისივე თქმით, მათი პროექტი მოიცავს მხოლოდ მათივე ტერიტორიის განაშენიანებას და არ ეხება ბაზრობის დანარჩენ ნაწილს.
კითხვაზე, პროექტის დამტკიცების შემდეგ შეუნარჩუნდება თუ არა ბაზრობას ფუნქცია, რუხაძე ამბობს, რომ ბაზრობის ეტაპობრივად განვითარება უნდა მოხდეს და ადგილზე მხოლოდ ისეთი პროდუქცია უნდა გაყიდიოს, რომელიც გარემოზე ზიანს არ ახდენს.
“ჩვენთან არის მხოლოდ ლაქ-საღებავები, სანტექნიკის მასალები და ა.შ. ეს პროდუქცია დღესაც არ აზიანებს ეკოლოგიაზე”,- აცხადებს სერგი რუხაძე.
მისი თქმით, პროექტები შეთანხმებული არ არის, შესაბამისად წინასწარ ინვესტიციაზე და ვადებზე ვერ ისაუბრებს.
.jpg)
.jpg)
.jpg)

























