მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რელიგიები და მსოფლიოს მოსახლეობა

5a51da2b23768
BM.GE
07.01.18 18:00
9301
Pew Research-ის მიხედვით, მსოფლიო მოსახლეობის ყველაზე დიდი წილი - 31,5% ქრისტიანულ რელიგიას მისდევს, რაც იმას ნიშნავს რომ მსოფლიოში 2,3 მილიარდ ადამიანზე მეტი ქრისტიანია. მსოფლიო მოსახლეობის 23,2% კი ისლამური რელიგიის მიმდევარია, მათი რაოდენობა მსოფლიოში 1,8 მილიარდ ადამიანს აჭარბებს.
მსოფლიო მოსახლეობის 15% ინდუიზმის მიმდევარია. 7,1% ბუდიზმის, ხოლო 5,9% ჩინური ტრადიციული რელიგიების.

იუდაიზმს მსოფლიო მოსახლეობის 0,2% მისდევს.

კვლევის მიხედვით, ქრისტიანების რაოდენობა ევროპაში კლებულობს. 2010-2015 წლებში 223 მილიონი ბავშვი გაჩნდა ქრისტიან ოჯახებში, ხოლო 107 მილიონი ქრისტიანი კი გარდაიცვალა, - ბუნებრივმა მატებამ 116 მილიონი შეადგინა.

გერმანიაში, აღნიშნულ პერიოდში 1,4 მილიონით მეტი ქრისტიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა.

ყველაზე მეტი „ბუნებრივი მატება“ საანგარიშო პერიოდში მუსლიმანური რელიგიის მიმდევრებში იყო. 2010-2015 წლებში 152 მილიონით მეტი მუსლიმი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები