მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რე/მაქს ჯორჯია“ ქართულ ბაზარზე  10-წლიან შედეგებს აჯამებს და აქტიურ კამპანიას აანონსებს

რემაქსი
29.12.23 19:22
3927

2023 წელი "რე/მაქსის" გლობალური ქსელისისთვის საიუბილეო წელია. კომპანია უძრავი ქონების საერთაშორისო ბაზარზე ოპერირების 50 წელს ითვლის, ხოლო "რე/მაქს ჯორჯია" საქართველოს ბაზარზე ბრენდის შემოყვანის 10-წლიან პერიოდს აჯამებს.

კომპანია 2024 წლიდან ადგილობრივი ფრანჩაიზ ოფისების ქსელის გაფართოების აქტიურ კამპანიას აანონსებს.

"ჩვენ დავასრულეთ ე.წ. “საპილოტე რეჟიმში“ მუშაობა. გამოწვევებით სავსე, მაგრამ ამავდროულად საინტერესო პერიოდი გავიარეთ. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო გავწიეთ. დღეისათვის "რე/მაქსის" 50-წლიან საუკეთესო გამოცდილებაზე დაფუძნებული სამუშაო სტანდარტი, სრულიად ადაპტირებულია და მორგებული ჩვენი ქვეყნის საკანონმდებლო და საგადასახადო სისტემის მოთხოვნებს.

გათვალისწინებულია ადგილობრივი ბაზრის კულტურული და სოციალური თავისებურებები, ჩვენი ფრენჩაიზ ოფისები და გაყიდვების სპეციალისტები მაღალი ხარისხის საბროკერო მომსახურებას უწევენ ადგილობრივ და საერთაშორისო მომხმარებელს“, - აცხადებს "რე/მაქს ჯორჯიას" რეგიონული მასტერფრენჩაიზის ვიცე-პრეზიდენტი, მარიამ სურგულაძე.

აღსანიშნავია, რომ "რე/მაქსი" უმსხვილესი საერთაშორისო ქსელია, რომელიც ამერიკის, აზიის, ევროპის, აფრიკისა და ავსტრალიის კონტინენტებზე 110 ქვეყანას ფარავს, აერთიანებს 140 000 გაყიდვების სპეციალისტს და 10 000 საბროკერო ოფისს. სახელწოდება "რე/მაქსი" აბრევიატურაა მისი დამფუძნებლების, დეივ და გეილ ლინეგერების მიერ შემუშავებული ინოვაციური კონცეფციის “რეალ ისთეით მაქსიმუმ” , რაც გულისხმობს უძრავი ქონების საუკეთესო პროფესიონალების მოზიდვას “ერთი ქოლგის ქვეშ”, მათთვის კონკურენტუნარიანი სამუშაო პირობების შეთავაზებას, მაღალი საკომისიო განაკვეთის პრინციპით.

მაღალი ცნობადობა და რეპუტაცია, საერთაშორისო სტატუსი, მუდმივად განახლებადი უახლესი ტექნოლიგიური მხარდაჭერა, უწყვეტი პროფესიული განათლება, საერთაშორისო “რეფერალ სისტემაში ჩართვა” - ეს იმ ინსტრუმენტთა მცირე ჩამონათვალია, რომლითაც "რე/მაქს ჯორჯია" თავის ქსელში აფილირებულ წევრებს უზრუნველყოფს, ფრენჩაიზის ვადის მოქმედების განმავლობაში.

“რე/მაქს ჯორჯია” პირველი და ერთადერთი კომპანიაა საქართველოში, რომელიც უძრავი ქონების საბროკერო სფეროში მოქმედ მეწარმეებს ფრენჩაიზინგის პრინციპით ოპერირების შესაძლებლობას სთავაზობს. ფრენჩაიზინგი საუკეთესო ბერკეტია ძლიერი ფრენჩაიზერის ფრთის ქვეშ, დამოუკიდებელ მართვაში აწარმოო საკუთარი ბიზნესი, ისარგებლო ყველა იმ რესურსით და პრივილეგიით, რასაც შენი ფრენჩაიზერი ქმნის და გთავაზობს. "რე/მაქსის" ფრენჩაიზინგი “სწრაფი ჩასხდომის ბარათია ბიზნეს კლასში” სტარტაპერებისთვის, ხოლო მოქმედი მეწარმეებისთვის სამუშაო ხარისხის სტანდარტის გაუმჯობესების და ეფექტიანობის ზრდის შესაძლებლობა. რე/მაქსის ფრენჩაიზინგის მოქნილი საფასო დიაპაზონი და პირობები, ინვესტიციის სწრაფი ამონაგების საშუალებას იძლევა.

დიდ სურათში, საერთაშორისო კომპანიების არსებობა ადგილობრივ ბაზარზე თავისთავად პოზიტიურ ზეგავლენას ახდენს, აჯანსაღებს და კონკურენტუნარიანს ხდის მას. ფრენჩაიზინგი დამატებითი უპირატესობაა ფრენჩაიზერის მაღალი სტანდარტის გამოცდილების გაზიარებით განავითარო და გაზარდო ადგილობრივი ბიზნესი, შექმნა დამატებითი სამუშაო ადგილები თვითდასაქმებულთთვის. "რე/მაქსის" ფრენჩაიზინგი უპირატესი შესაძლებლობაა ყველასთვის ვინც უძრავი ქონების ინდუსტრიაში საბროკერო ბიზნესის ინსტიტუციურ განვითარებაზეა ფოკუსირებული.

ახალ 2024 წელს რე/მაქს ჯორჯია განახლებული სტრატეგიით ხვდება " გაყიდვები, გაყიდვები და მეტი გაყიდვები". ჩვენი ადგილობრივი ქსელი გვინდა ისეთივე წარმატებული, დიდი და ძლიერი იყოს, როგორც ეს რე/მაქსის გლობალურ მასტერ ფრენჩაიზერების განვითარებულ ქვეყნებშია. რე/მაქს ჯორჯია გეოგრაფიული მდებარეობით რე/მაქსის ევრო-კავკასიის რეგიონს განეკუთვნება. " ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის კართან დგას, რაც თავისთავად პოზიტიური რეფორმების მოლოდინს ნიშნავს, ვფიქრობ, "რე/მაქს ჯორჯიას" ფრენჩაიზ ქსელი ერთგვარი "შესაძლებლობის ფანჯარაა" საბროკერო სეგმენტისთვის სწრაფად და მომზადებული შეხვდეს მოსალოდნელ ცვლილებებს, რომელსაც დასავლური სტანდარტი მოიტანს".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები