მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"რე/მაქს ჯორჯიამ" საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

remax
31.12.23 15:09
230

2023 წლის 22 დეკემბერს რე/მაქს ჯორჯიამ საქართველოს უძრავი ქონების ეროვნულ ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ღონისძიების მასპინძელი გახლდათ სასტუმრო შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასი. ღონისძიებას ესწრებოდნენ რე/მაქს ჯორჯიას რეგიონალური წარმომადგენლობა, ადგილობრივ ქსელში აფილირებული ფრენჩაიზ ოფისების თანამშრომლები და ეროვნული ასოციაციის წევრი საბროკერო კომპანიები.

ღონისძიება 2 ნაწილისგან შედგებოდა, ოფიციალურ ნაწილში რე/მაქს ჯორჯიას მასტერ ფრენჩაიზის რეგიონალური წარმომადგენლობის ვიცეპრეზიდენტმა მარიამ სურგულაძემ ეროვნული ასოციაციის წევრებს გააცნო რე/მაქსის 50 წლიანი ისტორია, შეაჯამა რე/მაქს ჯორჯიას 10 წლიანი ოპერირების პერიოდი, გააცნო რე/მაქსის ფრენჩაიზინგის ინოვაციური პროდუქტი და მოქმედი ფრენჩაიზ ოფისების მაგალითზე გაუზიარა არსებული გამოცდილება ამ პროდუქტის სარგებლის და შესაძლებლობის შესახებ. პრეზენტაციის ბოლოს საზეიმო ვითარებაში მემორანდუმზე ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.

ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ შერატონ მეტეხის შეფის უგემრიელესი ფურშეტის ფონზე , წევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ ე.წ. ინტერაქტიური “ნეთვორქინგის”.

მემორანდუმი ითვალისწინებს ერთობლივი აქტივობების დაგეგმვას და განხორციელებას , უძრავი ქონების საბროკერო სექტორის გაჯანსაღების კუთხით. ეს ღონისძიებაც ამ ფორმატში პირველი სასტარტო აქტივობაა.

როგორც მარიამ სურგულაძემ განაცხადა “რე/მაქს ჯორჯია, რე/მაქსის მასტერფრანჩაიზერია და ჩვენი პირდაპირი საქმიანობა ფრენჩაიზების გაყიდვა და ადგილობრივი საბროკერო ოფისების ქსელის მოწყობაა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესგარემო, სადაც ჩვენი არსებული და პოტენციური წევრები საქმიანობენ, ამ გარემოზე ზრუნვა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია, როგორც ბიზნესის საოპერაციო , ასევე შრომითი და სამომხმარებლო კუთხით.

ეროვნული ასოციაცია , რომელიც კონკრეტულად საბროკერო სეგმენტს მოიცავს, მიზნობრივი პლატფორმაა, რომლის ფარგლებშიც ჩვენ შევძლებთ წინ წამოვწიოთ ერთობლივი პრობლემები და ჩვენი საერთო ხმა მივაწვდინოთ, ყველა ინსტიტუციას, რომელსაც პირდაპირ ან ირიბად ეხება ამ სექტორში პოზიტიუი ზეგავლენის მოხდენა. დღევანდელი საქართველოს უძრავი ქონების საბროკერო სექტორი ძალიან ახალგაზრდაა და საკმაოდ რთულ და გამოწვევებით აღსავსე ბაზარზე უწევს ოპერირება. დაბალია სტანდარტი და ურთიერთობის კულტურა როგორც მომსახურების გამწევი ასევე მიმღები მხარეების მხრიდან. ვფიქრობ ჩვენი კოლაბორაცია ასოციაციასთან ნაყოფიერი და კონსტრუქციული იქნება . თავისთავად რაც მეტი კომპანია შემოუერთდება რე/მაქს ჯორჯიას ფრენჩაიზ ოფისების ქსელს მით უფრო გაჯანსაღდება და კონკურენტუნარიანი იქნება ადგილობრივი ბაზარი, ხოლო მომხმარებლის მხრიდან უფრო მოთხოვნადი გახდება საბროკერო სერვისებით სარგებლობა”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები