მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რემბოუ ივენთს” - მდგომარეობა მაისის შემდგომ გაუმჯობესდა, ძირითადი დაკვეთები უცხოელების მხრიდანაა

60d8e3d2523f8
ლიკა გურაბანიძე
28.06.21 09:30
517

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ივლისიდან "კომენდანტის საათის" შეზღუდვა მოიხსნება,  დაწესებულებები, რომლებიც საზოგადოებრივ კვებასთან არიან დაკავშირებულები, მუშაობას 24 საათამდე შეძლებენ. თუმცა, ჯერ უცნობია დამატებით რა სახის შეზღუდვების მოხსნა მოხდება. სწორედ შეზღუდვების სრულად მოხსნაზეა დამოკიდებული თუ როგორ განაგრძობენ განვითარებას ივენთ კომპანიები.

bm.ge-სთან საუბრისას, “რემბოუ ივენთსის” დამფუძნებელი ლევან მდინარაძე აღნიშნავს, რომ მაისიდან მოყოლებული კომპანიაში მდგომარეობა შეიცვალა და გაუმჯობესდა. მიმდინარე პერიოდს გასულ წელს ადარებს და აღნიშნავს, რომ შარშან ამ დროს ვითარება რადიკალურად განსხვავებული და მძიმე იყო. ამ ეტაპზე მოთხოვნა ადგილობრივზე მეტად უცხოელი დამკვეთებისგან აქვთ.

“როგორც კი კომენდანტის საათმა 9-დან 11-მდე გადაიწია, გაყიდვები მომენტალურად გაგვეზარდა. პროფილიც შევიცვალეთ თუ ამ დრომდე სწორედ ამ პერიოდში ქორწილების ბუმი იყო და 14 ქორწილს მაინც ვაკეთებდით, დღეს უკვე კონფერენციების მოწყობას ვუზრუნველყოფთ. ღონისძიებებზე ტესტებსაც ხშირად ვითხოვთ. მოთხოვნა 0-დან 300-500%-მდე გაგვეზარდა.” - განაცხადა ლევან მდინარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები