მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რემონტი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან: Confidence ქართულ ბაზარზე დისტანციური სერვისის სისტემას ნერგავს

კახი ლობჟანიძე

კომპანია Confidence-ი მომხმარებელს დისტანციური რენოვაციის სისტემას სთავაზობს.

კომპანია, რომელიც ქართულ სამშენებლო და სარემონტო ბაზარზე 2024 წელს გამოჩნდა, გიორგი დემეტრაშვილმა და კახი ლობჟანიძემ დააფუძნეს.

როგორც BMG-ის კახი ლობჟანიძემ განუცხადა, ბოლო ორ წელიწადში კომპანიის ანგარიშზეა 30-მდე ინდივიდუალური და კომერციული პროექტი.

„Confidence წარმოადგენს კონცეპტუალური რენოვაციის ჰაბს. კომპანია ახორციელებს როგორც საცხოვრებელი ბინების, ისე ოფისებისა და საწარმოო სივრცეების სრულ ან ნაწილობრივ ტრანსფორმაციას. ჩვენი ძირითადი სერვისები მოიცავს:

  • სრულფასოვან რემონტს მკაფიოდ გაწერილი ეტაპებით;
  • კონცეპტუალურ დიზაინს, რომელიც სივრცის ფუნქციურ გარდაქმნას ისახავს მიზნად;
  • ინდივიდუალურ მიდგომას თითოეული პროექტის მიმართ“, - ამბობს კომპანიის თანადამფუძნებელი.

კახი ლობჟანიძის თქმით, Confidence-ის მთავარი სიძლიერე პროცესების სისტემურობასა და გამჭვირვალობაშია.

„ტრადიციული, სტრესული რემონტისგან განსხვავებით, აქ პროცესის თითოეული ნაბიჯი წინასწარ არის გათვლილი. ბრენდის ერთ-ერთი უმთავრესი უპირატესობა დისტანციური რენოვაციის სისტემაა. ის მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, მხოლოდ რამდენიმე შეხვედრის საფუძველზე, მინიმალური ჩართულობითა და სრული სიმშვიდით მიიღოს უმაღლესი ხარისხის დასრულებული პროექტი“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Confidence-ი აპირებს საქმიანობის გაფართოებას სამშენებლო დეველოპმენტის მიმართულებით.

„Confidence- ი მიზნად ისახავს, მომავალში უფრო ღრმად შევიდეს სამშენებლო ინდუსტრიაში, გააფართოოს სერვისები სამშენებლო დეველოპმენტის მიმართულებით და შექმნას ახალ სტანდარტები გონივრული მშენებლობისა და სივრცის ორგანიზების კუთხით.

Confidence-ის ფილოსოფია კი მარტივია: რენოვაცია იწყება შინაგანი ცვლილებიდან - ხოლო სწორად დაგეგმილი სივრცე ადამიანისთვის ხდება ცვლილების, სიმტკიცისა და განვითარების წყარო“, - ამბობს კახი ლობჟანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები