სამი სამზე კალათბურთის ლიგა - Big3, რომელიც ამერიკელმა რეპერმა Ice Cube-მა დააარსა, ამერიკული კოლეჯის ამომავალი ვარსკვლავის კეიტლინ კლარკის გადაბირებას 5 მილიონი დოლარის შეთავაზებით აპირებს.
შეთანხმება მოიცავს რეგულარული სეზონის რვა და პლეიოფის სავარაუდო ორ დამატებით თამაშს. ამასთან მაისურების გაყიდვითა და სპონსორებთან შეთანხმებით კლარკი დამატებით თანხას მიიღებს და პარალელურად WNBA-ში ასპარეზობის უფლებაც ექნება.
თავად Ice Cube-ის განცხადებით მან კალათბურთელს ისტორიული შეთავაზება გაუკეთა, რადგან მას ექნება შესაძლებლობა ქალი სპორტსმენებისთვის კიდევ უფრო მეტი ბარიერი დაანგრიოს.
WNBA-ის არ გაუკეთებია განცხადება კლარკის სიტუაციასთან დაკავშირებით, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ქალთა ასოციაციაში თამაშით კალათბურთელი ფიქსირებულ თანხად ნახევარ მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, ხოლო სპონსორებითა და სხვადასხვა პარტნიორებით მისი შემოსავალი 3 მილიონ დოლარს აჭარბებს.
ცნობისთვის, კეიტლინ კლარკი ერთ-ერთი საუკეთესო ტალანტია ქალთა საკალათბურთო ისტორიაში, რომელიც ახლახან ქალთა კოლეჯის ისტორიაში ყველა დროის საუკეთესო მექულე გახდა, ხოლო 22 წლის ასაკში მის სასპონსორო პორტფოლიოში შეხვდებით ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Nike, State Farm, Gatorade, Gaibridge და ა.შ.