ამერიკული მედიის ინფორმაციით, მომღერალი, რომლის ქონებაც Forbes-ის მონაცემებით, მილიარდ დოლარს აღემატება, კანაფის ფირმაში კომპანიის განვითარებისთვის იმუშავებს; ამას გარდა ის პიარ-საქმიანობასაც შეითავსებს და ფირმის საიმიჯო სახე გახდება.
ამერიკული კომპანია Caliva კლასიკური მარიხუანის პროდუცირებითაა დაკავებული; ფირმა ასევე მარიხუანის შემცველ სასმელებსაც უშვებს.
ამერიკის 10 შტატში, მათ შორის კალიფორნიაში კანაფის გარკვეული დოზით მოხმარება ნებადართულია.
Jay-Z პირველი სელებრითი არ არის, რომელიც Caliva -ში მუშაობას იწყებს; კომპანიასთან იანრვიდან ამერიკული ფეხბურთის ლეგენდა ჯოი მონტანაც თანამშრომლობს.

























