მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეპროდუქციული სერვისების რეგულირება - თამაშის ახალი წესები კლინიკებისთვის

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში სუროგატი დედის მშობიარობა/საკეისრო კვეთის ხარჯები აღარ ანაზღაურდება. პრემიერის ხელმოწერილი შესაბამისი დადგენილება ძალაში 29 თებერვალს შევიდა. აღსანიშნია, რომ სუროგატი დედების მშობიარობას სახელმწიფო 2013 წლის 21 თებერვლიდან აფინანსებდა.

მანამდე, 1 იანვარს ამოქმედდა ახალი რეგულაციები რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებებისთვის. კერძოდ, მათთვის სავალდებულო გახდა, რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში ასახვა. მთავრობის განმარტებით, ცვლილების მიზანი გამოყენებული ქსოვილების, უჯრედებისა და ემბრიონების შესახებ მონაცემებისა და კონტაქტში მყოფი მასალების მიკვლევადობაა.

რეპროდუქციული სერვისის მიმწოდებელი კლინიკების ნაწილი ელის, რომ ამ ტიპის ცვლილებით საჭირო აღარ გახდება ამ სფეროს დამატებითი რეგულირება. აქ იგულისხმება „რეპროდუქციის“ შესახებ კანონპროექტი, რომლის განხილვები პარლამენტში შეჩერებულია. ჯანდაცვის სამინისტროს მომზადებული პროექტით, რეპროდუქციული სერვისების მიღება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოში აღარ შეეძლებათ. რას ცვლის ამ სფეროში თამაშის ახალი წესები და რას შეცვლის აკრძალვები დარგში?

სტუმარი: არსენ გვენეტაძე - ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ხელმძღვანელი და პროფესორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები