"იმ მძიმე ბრალდებებით, რომლებიც მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ გააჟღერა, ივანიშვილი ცდილობს, დააზიანოს მათი რეპუტაცია, რათა საერთაშორისო დონორებმა პროექტის დაფინანსებაზე უარი თქვან", - ამბობს საქართველოში საერთაშორისო სავაჭრო პალატის (ICC) წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ფადი ასლი.
ფადი ასლის განცხადებით, ღმაწყლოვანი პორტის პროექტიდან დონორების ჩამოცილების შემდეგ, ივანიშვილი პორტის პროექტის ხელში ჩაგდებას გეგმავს.
"ივანიშვილი ცდილობს, დააზიანოს მათი რეპუტაცია, რათა საერთაშორისო დონორებმა პროექტის დაფინანსებაზე უარი თქვან. მათ მიერ უარის თქმის შემდგომ კი, პროექტის განვითარება შეჩერდება. ამის შემდეგ საქართველოს მთავრობა კომპანიას შეახსენებს, რომ მათ სახელმწიფოს ვალდებულებებიც აქვთ, რომელსაც ვეღარ ასრულებენ. საბოლოოდ, ივანიშვილი გეგმავს, რომ შეჩერებული პროექტი თავად ჩაიგდოს ხელში", - ამბობს ფადი ასლი.
როგორც ცნობილია, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა პორტის მშენებლობის პირველი ფაზის ფინანსირებისთვის სხვადასხვა დონორისგან $600 მილიონი უკვე მოიზიდა.
ეს ინვესტორები არიან:
EBRD - $100 მილიონი;
AIIB - $100 მილიონი;
ADB - $100 მილიონი;
OPIC - $100 მილიონი;
საპარტნიორო ფონდი - $100 მილიონი.
ფადი ასლის თქმით, ამის შესახებ მათ ინფორმაცია საერთაშოროსო წყაროებიდან მიიღეს.
"ბიძინა ივანიშვილს სურს, ხელში ჩაიგდოს "თიბისი ბანკი" და ანაკლიის პორტი. მას ამ მიზნის მიღწევა არა ბანკის ყიდვით, არამედ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ჩამოშორებით უნდა. ბანკის მენეჯმენტის შეცვლის შემდეგ, მას უნდა რომ ის მასთან დაახლოებულ პირებს გადასცეს მართვაში. ამ მიზნის მისაღწევად ის საქართველოს ეროვნულ ბანკს იყენებს. რა ინფორმაციაც მივიღეთ, ბიძინა ივანიშვილის საბოლოო მიზანს საერთაშორისოდ სანქცირებული რუსული კომპანიების დახმარება წარმოადგენს, რათა მათ "თიბისი ბანკის" გამოყენებით და საქართველოში დაფუძნებული ყალბი კომპანიების გვერდის ავლით, სანქციების გვერდის ავლა შეძლონ,"- აცხადებს ფადი ასლი.

























