მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რექლესი” პირველ მაღაზიას ხსნის

6256b98acbedd
სალომე ჭიპაშვილი
14.04.22 10:20
1472
„რაც მოზარდებს აწუხებთ, რაზეც ფიქრობენ, რაც სტკივათ“ - პირველივე კამპანიით ზუსტად ეს აღქმები მოიტანა მომხმარებელში „რექლესმა“ , რომელიც თავისუფლების მოყვარული მოზარდებისთვის განკუთვნილი ყოველდღიური ტანსაცმლის პირველი ბრენდია საქართველოში.

ბრენდი 15 წლის ასაკში ტრაგიკულად დაღუპული ნიკუშა ჯორჯაძის ხსოვნის პატივსაცემად შეიქმნა, რომელიც მის თაობაში განსაკუთრებულად პოპულარული იყო.

„რექლესის“ უნიკალური თვისება ისაა, რომ ტანსაცმელს თინეიჯერები, 15 – 18 წლის აზალგაზრდები, თვითონ ქმნიან. ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, ბრენდი იყოს არა მარტო ტანსაცმელზე ორიენტირებული, არამედ იქცეს ნიჭიერი მოზარდების მხარდასაჭერ პლატფორმად.

„ყველაზე დიდი ლოქდაუნების დროს დავიწყეთ ოპერირება საქართველოს ბაზარზე, როცა არ ვიცოდით რა შედეგს მივიღებდით. რა თქმა უნდა, დიდ სირთულეებს შევეჩეხეთ. ამ მოცემულობის ერთადერთი პლიუსი ის იყო, რომ ჩვენი იდეა მხოლოდ ონლაინ მაღაზიის შექმნას გულისხმობდა და ზუსტად მაშინ დაიწყო მომხმარებელმა ონლაინ პლატფორმების აქტიური გამოყენება. მხარში „თიბისი სტარტაპერი“ დაგვიდგა, დაინახა ბრენდის პოტენციალი, რომლის დახმარებითაც „რექლესის“ დაარსებასა და განვითარებაში 40 ათასი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ", - აღნიშნა bm.ge-სთან საუბარში „რექლესის“ დამფუძნებელმა, სალომე გველესიანმა.

„რექლესი“ 2020 წლის 31 აგვისტოს, ნიკუშა ჯორჯაძის დაბადების დღეზე შეიქმნა.

მიუხედავად კრიზისული პერიოდისა, ბრენდმა კოვიდკრიზისის გადალახვა შეძლო და ერთ თვეში კოსტავას ქუჩაზე უკვე საკუთარი მაღაზიითაც იქნება წარმოდგენილი.

„მაღაზიასაც საკუთარი ფინანსებით ვხსნით და ინვესტიციამ 20 ათასი ლარი შეადგინა. თუმცა, იმისთვის, რომ სრულფასოვნად შევძლოთ ყველა ჩანაფიქრის განხორციელება „თიბისი სტარტაპერთან“ თანამშრომლობასაც არ გამოვრიცხავთ,“ - განაცხადა სალომე გველესიანმა.

„რექლესის“ ჩანაფიქრი კი ასე გამოიყურება: თბილისში, კოსტავას ქუზე ერთ თვეში გაიხსნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ტანსაცმლის გარდა, მოზარდებისთვის საინტერესო ნივთები იქნება წარმოდგენილი. წიგნები, დისკები, სკეიდბორდები და სხვა აქსესუარები, ასევე ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება – გააკეთონ მუსიკის პრეზენტაცია და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები