მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Resorts.ge – ახალი პლატფორმა საქართველოში საოჯახო სასტუმროებისა და ბინების მოსაძიებლად

5cf15b01cd921
BM.GE
01.06.19 10:00
2585
საქართველოში საოჯახო სასტუმროებისა და აპარტამენტების დაქირავებისთვის ახალი პლატფორმა - Resorts.ge შეიქმნა, რომელიც მასპინძელსა და სტუმარს ერთმანეთთან აკავშირებს.

როგორც სისტემის ერთ–ერთი ავტორი ნათია გიორგაძე BM.GE–სთან საუბრისას აღნიშნავს, Resorts.ge ამ ეტაპზე საქართველოს ბაზარზეა ორიენტირებული

"გვინდა, რომ მთელი საქართველო მოვიცვათ, რადგან ჩვენთვის, ქართველი დამსვენებლებისთვის, საქართველოს ყველა კუთხე საინტერესოა.

რაც შეეხება ჩვენი სერვისით სარგებლობას – მომხმარებელი ჩვენს პლატფორმაზე ავტორიზაციას გადის და შემდეგ ბინას განათავსებს, რის შემდეგად შეტყობინება მისდის მეილზე და პლატფორმაზე, შეტყობინებების გრაფაში, თუმცა მალე დავამატებთ SMS–ის სერვისს და ძალიან მალე, ავტომატურად მიუვათ SMS–ი, რომ შემოსული აქვს ჯავშანი და დაადასტუროს", – განმარტა ნათია გიორგაძემ.

Resorts.ge–ის მომსახურების ღირებულება გაქირავებული ბინიდან შემოსული თანხის 10%–ია.

"გვინდა, რომ ეს ნდობაზე დაფუძნებული პლატფორმა იყოს, რაც შეფასების სისტემას გულისხმობს, ანუ ვთქვათ, სტუმარი ჩადის დანიშნულების ადგილზე და იქ ის მოცემულობა არ ხვდება, რაც ფოტოზეა აღწერილი. ამ შემთხვევაში მას შეუძლია შეფასების დაწერა და ასევე, კომენტარის დატოვება. გარდა ამისა, მასპინძელსაც აქვს შესაძლებლობა, რომ დამსვენებელი შეაფასოს", – აღნიშნა ნათია გიორგაძემ.

ახალი პლატფორმა უკვე მუშაობს და მომხმარებლების აქტიურობას მიმდინარე ზაფხულიდან ელოდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები