მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკელებმა აშშ-ირანის ომის დასაფინანსებლად $350-მილიარდიანი პაკეტის განხილვა შეაჩერეს

აშშ-ირანი

აშშ-ის სენატის რესპუბლიკელმა კანონმდებლებმა $350 მილიარდის ოდენობის დამატებითი სამხედრო დაფინანსების ინიციატივა შეაჩერეს, რომელიც ირანთან მიმდინარე ომის გასაგრძელებლად და თავდაცვითი პროექტებისთვის უნდა დახარჯულიყო.

The Wall Street Journal-ის ცნობით, კანონპროექტის მხარდაჭერის იმპულსი მას შემდეგ შესუსტდა, რაც კონგრესზე დემოკრატებმა დაამყარეს კონტროლი, ეს კი პროექტის მხარდაჭერას ფაქტობრივად აზრს უკარგავს.

აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო პროცესის შეფერხება ავტომატურად არ ნიშნავს სამხედრო მოქმედებების დეესკალაციას, რადგან პრეზიდენტს ისევ აქვს იერიშების განხორციელების უფლებამოსილება, თუმცა გრძელვადიანი ომის გაგრძელება მას აღარ შეეძლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები