მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ახალი კორპუსი აშენდება

რესპუბლიკური საავადმყოფოს რეაბილიტაციის ფარგლებში ახალი, მაღალტექნოლოგიური კორპუსი აშენდება, სადაც თანამედროვე სამედიცინო სერვისები განთავსდება. ახალი შენობის არქიტექტურული და საინჟინრო პროექტზე ICME Healthcare- იმუშავებს.

შერჩეულ საერთაშორისო კომპანიას სამედიცინო ინფრასტრუქტურის დაგეგმვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. შესყიდვის დოკუმენტების მიხედვით, პროექტი ითვალისწინებს ახალი, მაღალტექნოლოგიური კორპუსის მშენებლობასა და მის ინტეგრაციას არსებულ 12-სართულიან შენობასთან, სადაც საოპერაციო, რეანიმაციული, რადიოლოგიური და გადაუდებელი დახმარების ბლოკები განთავსდება. რეაბილიტაციის კონცეფციის თანახმად, პარალელურად იგეგმება რესპუბლიკური საავადმყოფოს არსებული შენობების განახლებაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები