მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესპუბლიკურის 350-მდე თანამშრომელს, რომლებმაც კომპენსაცია მიიღეს, სამსახურში დაბრუნება შეუძლიათ - მთავრობა

რესპუბლიკური

რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელი, რომლებმაც რესპუბლიკურ საავადმყოფოში რეორგანიზაციის დაწყების შემდეგ საკომპენსაციო პაკეტს ხელი მოაწერეს, ან კომპენსაცია უკვე მიიღეს სამსახურში დაბრუნებას შეძლებს. აღნიშნულის შესახებ BM.GE-ის მთავრობის ადმინისტრაციაში განუცხადეს.

უწყების ცნობით, მედპერსონალს, რომელსაც კომპენსაცია უკვე დაერიცხა, დაბრუნების სურვილის შემთხვევაში შეუძლია თანხა ერთიანად დააბრუნონ, ან გააფორმონ ხელშეკრულება, რომლითაც ხელფასიდან ნაწილ-ნაწილ ჩამოეჭრებათ.

საკითხი, დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც 24 თებერვალს, პრემიერ-მინისტრის და ექიმების ორდღიანი შეხვედრის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის დემონტაჟი არ მოხდება, ვიდრე ახალი არ აშენდება. იქამდე კი, რესპუბლიკური საავადმყოფოს 350-მდე თანამშრომელმა სამინისტროს შეთავაზებულ საკომპენსაციო პაკეტს ხელი მოაწერა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები