მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რესპუბლიკურის ნებისმიერ თანამშრომელთან სასაუბროდ მზად ვართ“ - თამარ გაბუნია

64255fffb40ac
ვიქტორია მღებრიშვილი
30.03.23 14:32
380
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, უწყება მზად არის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებთან სასაუბროდ, რათა მათ ყველა კითხვას პასუხი გასცენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მინისტრის მოადგილემ განმარტა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს დღევანდელი როლი და მისი სამომავლო განვითარების პერსპექტივაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ საავადმყოფო თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ დაწესებულებად უნდა იქცეს და ცვლილებები გარდამავალ პერიოდს მოითხოვს.

„სამომავლოდ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა აიღოს მაღალტექნოლოგიური მრავალპროფილური საავადმყოფოს ფუნქცია, როგორც თბილისისთვის ასევე მთლიანად ქვეყნისთვის. ამ ფუნქციების დაბინავება დღევანდელი ინფრასტრუქტურის პირობებში ტექნიკურად შეუძლებელია, აქედან გამომდინარე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ახალი შენობის მშენებლობის შესახებ და ეს გარდამავალი პერიოდი, რომელიც მიმდინარეობს და კომპლექსურია, თანამშრომლობის რეჟიმში უნდა გავიაროთ. ამდენად ჩვენ მზად ვართ რესპუბლიკური საავადმყოფოს ნებისმიერ თანამშრომელს გავესაუბროთ, გავცეთ პასუხი იმ შეკითხვებს, რომელიც მათ დასაქმებასთან დაკავშირებით, ასევე რესპუბლიკური საავადმყოფოს ბედთან დაკავშირებით აქვთ. მაგრამ რესპუბლიკურმა საავადმყოფომ უნდა შეიქმნას მომავალი, რომელიც არის მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე შესაბამისი ინფრასტრუქტურა“, - განაცხადა გაბუნიამ.

კითხვას - რატომ არ არის შესაძლებელი საავადმყოფოს დახურვის გარეშე ამ ცვლილებების განხორციელება, მინისტრის მოადგილე ასე პასუხობს:

„პაციენტმა უნდა იმკურნალოს უსაფრთხო გარემოში და ხარისხიან პირობებში, აქედან გამომდინარე ის რისკები, რომლებიც უკავშირდება სარემონტო პირობებში მიმდინარე კლინიკურ პროცესებს, არ არის მისაღები. დეტალურ გეგმას ჩვენ თანამშრომლებს გავაცნობთ და ვფიქრობ, ის მისაღები იქნება ყველასთვის“.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები