თამარ გოგიშვილი და მისი მეუღლე გურამ კიკნაძე, რომლებიც რესტორან „ამრა“-ში 45 % წილის მფლობელები და დირექტორები არიან, მათ ბიზნეს პარტნიორს იოსებ შენგელიას და მის მეუღლეს მთავარი პროკურატურის პროკურორს ია დარჯანიას ბიზნესის თაღლითური სქემით წაართმევაში ადანაშაულებენ.
თამარ გოგიშვილის და მისი მეუღლის გურამ კიკნაძის განმარტებით, დღევანდელი მდგომარეობით პარტნიორი იოსებ შენგელია შპს „ამრა +“-ის ქონებას უკანონოდ არის დაუფლებული.
"სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, რესტორნის მმართველი პარტნიორის „ამრა +“-ის წილები არ შეცვლილა, ანუ 45% წილის მფლობელი ისევ ვარ მე და 55% წილის მფლობელი არის ბატონი იოსებ შენგელია. ჩვენ რესტორან „ამრა“-ში თანაბარი უფლებებით ვართ და ის ჩემი ხელმოწერის გარეშე ვერანაირ იურიდულ საკითხს ვერ გადაწყვეტს, თუმცა როგორც ჩანს მან ეს შეძლო, რადგან 55 პროცენტიანი წილის მფლობელმა იოსებ შენგელიამ ფართის ქირავნობის ხელშეკრულება საკუთარ კომპანიაზე შპს „გლდანი“-ზე ჩემგან დამოუკიდებლად და ჩემი ხელმოწერის გარეშე გადაიტანა.“ - აცხადებს BMG სთან თამარ გოგიშვილი, რესტორან „ამრა“-ს დირექტორი.
BMG -ს კითხვაზე, მიითვისა თუ არა რესტორნის 100 პროცენტი იოსებ შენგელიამ ამ კითხვაზე მან პასუხის გაცემა არ ისურვა. თამარ გოგიშვილისა და მისი მეუღლის გურამ კიკნაძის თქმით, რესტორან“ ამრა“-ში დღესაც, მათი კომპანიის შპს „ამრა +“- ის ინვენტარი დგას, რომელიც მათი პირადი საკუთრებაა.
„ მე და ჩემს მეუღლეს ჩვენს პარტნიორთან იოსებ შენგელიასთან ნათესაური ურთიერთობა გვაკავშირებს. მე მისი შვილის ნათლია ვარ, თუმცა, როგორც აღმოჩნდა მას აღარ ჰყოფნიდა 55% და გადაწყვიტა 100 %-იანი წილის მფლობელი ამ გზით გამხდარიყო.
ჩვენ ახლა სასამართლოში ვერ ვჩივით რადგან მეორე პარტნიორის, ანუ იოსებ შენგელიას ხელმოწერა გვჭირდება, რასაც ის არ აკეთებს. თუმცა რომც გავასაჩივროთ, სასამართლოს სამართლიანი გადაწყვეტილების იმედი ჯერჯერობით არ მაქვს რადგან საქმეში იოსებ შენგელიას მეუღლე ია დარჯანია მონაწილებს, რომელიც მთავარი პროკურატურის პროკურორია.“ - აცხადებს BMG -სთან თამარ გოგიშვილის რესტორან „ამრა“-სდირექტორის მეუღლე გურამ კიკნაძე.
BMG-ს რესტორანში შეშვების უფლება არ მისცეს, თუმცა, როგორც თამარ გოგიშვილმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რესტორანში ახლა მათი პარტნიორის იოსებ შენგელიას კომპანიის, სალარო აპარატებით იბეჭდება ქვითრები. დღეს რესტორანი შპს „გლდანი“-ს სახელზეა გაფორმებული, სადაც100 პროცენტიანი წილის მფლობელი მათი ყოფილი პარტნიორი იოსებ შენგელიაა, რა გზითაც რესტორნის შემოსავლებს სრულად იოსებ შენგელია ითვისებს.

























