თამარ გოგიშვილი და მისი მეუღლე გურამ კიკნაძე, რომლებიც რესტორან „ამრა“-ში 45 % წილის მფლობელები და დირექტორები არიან, BMG -სთან აცხადებენ, რომ "დავა სასამართლოში წილის დაბრუნებაზე აღარ გრძელდება“.
"სასამართლოში დავას აღარ ვაგრძელებთ წილის დაბრუნებაზე, რადგან დოკუმენტების მიხედვით, გვაქვს კანონიერი უფლება გავაგრძელოთ საქმიანობა. ამ დრომდე ამას ვერ ვაკეთებდით, რადგან არ გვქონდა ინფორმაცია იურიდიულად შეგვეძლო თუ არა რესტორანში შესვლა. იურისტებთან კონსულტაციების და ყველა დოკუმენტის შეგროვებით, ჩვენ გვაქვს სრული უფლება შევიდეთ რესტრან "ამრა“-ში და გავაგრძელოთ საქმიანობა. ახლა უკვე ჩვენ, იოსებ შენგელიას, ანუ პარტნიორს, სასამართლოში ზარალის ანაზღაურებაზე ვედავებით.
რამდენიმე დღის წინ როდესაც რესტორანში მივედით, არ შეგვიშვეს, ამიტომ დავრეკე პოლიციაში, პატრული მოვიდა ადგილზე, გაეცნო საქმეს და შეაფასა როგორც სამოქალაქო დავა, ამიტომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, შესაბამისად, პოლიციამ მოგვიწოდა, რომ პროცესი სასამართლოში გაგვეგრძელებინა. მათ დავის დასრულებამდე რესტორნის დახურვა გვთხოვეს, რაზეც უარი განვაცხადეთ, რადგან ჩვენ გვაქვს კანონიერი უფლება ვიმუშაოთ რესტორნაში. შპს "გლდანი" კი, რომელშიც იოსები 100 % წილის მფლობელია და რომელ შპს-ზეც მან შპს "ამრა" თაღლითური გზით გადაიყვანა, საქმეს აგრძელებს სასამართლოში. ჩვენ კი ვრჩებით აქ, უკვე შემოვიტანეთ ჩვენი სალარო აპარატები, ავიყვანეთ ახალი თანამშრომლები და ვაგრძელებთ მუშაობას.“ აცხადებს BMG -სთან გურამ კიკნაძე, რესტორან "ამრა"-ს ერთ-ერთი მეწილე.

























