რესტორან "ბაბილოს" ტერიტორიაზე პოლიციამ დაკავებების დაიწყო.
tv პირველი წერს, რომ დაკავების ოპერაციას ლაშა სალუქვაძე ხელმძღვანელობს. ჟურნალისტების კითხვას, რატომ აკავებენ მოქალაქეებს, სალუქვაძე არ პასუხობს.
თბილისში, ბელიაშვილის ქუჩაზე მდებარე რესტორან „ბაბილოში“ დღეს მიმდინარეობდა მოსამართლეების კორპორაციული წვეულება, რესტორნის წინ კი საპროტესტო აქციას მართავენ სამოქალაქო აქტივისტები და აქციების დროს დაპატიმრებულთა მშობლები.