მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორან „კაკლების“ მიმდებარედ საავტომობილო მოძრაობა ერთი თვით შეიზღუდება

მოძრაობა
01.04.25 15:05
1862

ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილზე, უსაფრთხოების მიზნით, საავტომობილო გზის გასწვრივ არსებული ფერდის გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

"სამუშაოების გამო, 2 აპრილის 00:00 საათიდან, ერთი თვის განმავლობაში, რესტორან „კაკლების“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ მხოლოდ ერთ სამოძრაო ზოლში, რევერსულად.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის" - ნათქვამია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები