მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორან “კერიას“ შემოსავლები 20%-ით შეუმცირდა

6182ad653fa50
ლიკა გურაბანიძე
03.11.21 22:21
773

ერთი წლის განმავლობაში რესტორან „კერიაში“ შემოსავლები 20%-ით შემცირდა. როგორც მისი თანადამფუძნებელი ქეთევან ბერულავა აღნიშავს, საჭირო ნედლეულის და კომუნალური გადასახადების გაძვირებამ, ასევე მსყიდველუნარიანი მოსახლეობის შემცირებამ ბიზნესს დამატებითი პრობლემა შეუქმნა, შედეგად ფასის მცირედით კორექტირებაც მოუხდათ.

„მოგების მარჟის შემცირების ხარჯზე სხვებთან შედარებით კონკურენტუნარიანი ფასების შენარჩუნება შევძელით, თუმცა ზრდა მაინცაა, დაახლოებით 20%-მდე. ასევე, გასული წელიწადნახევრის განმავლობაში ჩვენი გუნდი გადავარჩინეთ, ანუ თანამშრომლების შენარჩუნება შევძელით. ეს ორი საკითხი ჩვენთვის ნომერ პირველი ამოცანა იყო. მიმდინარე წელს თუ საკითხს ოპტიმისტურად განვიხილავთ, იგივე მაჩვენებლებზე დავრჩებით, თუ პესიმისტურად, მაშინ კომპანია ისევ წაგებაზე გავა.“ - განაცხადა ქეთევან ბერულავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები