მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორანში სადილი 11%-ით გაძვირდა - როგორ შეიცვალა ტრადიციულ კერძებზე ფასები ივნისში?

სუფრა რესტროანი საკვები ხაჭაპური ხინკალი

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის ივნისში რესტორანში სადილის საშუალო ფასი წლიურად 11%-ით გაიზარდა.

2026 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.1%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.8% შეადგინა. სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები წლიურად 5.6%-ით გაიზარდა.

ოფიციალური სტატისტიკით, მიმდინარე წელს გაზრდილია რესტორნებში ფასი ტრადიციულ კერძებზე. კერძოდ, ივნისში რესტორნებში ხინკალი წლიურად 8%-ით გაძვირდა. გასული წლის ივნისთან შედარებით 10%-ით გაძვირდა ხაჭაპური კაფეში, ხოლო საცხობში ხაჭაპურის ღირებულება 9%-ითაა გაზრდილი.

10%-ით გაიზარდა ბარში ლუდის ღირებულება. ასევე გაზრდილია კაფეში ყავის ფასიც და წლიურმა მატებამ 4% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები