მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორანში ვაკანტურ ადგილზე დასაქმების მსურველი არ ჩანს - გასტრონომიის ასოციაცია

61a23c935ea88
ლიკა გურაბანიძე
27.11.21 19:40
4967

სამსახურს ბევრი ეძებს, ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი მაჩვენებელია და დასაქმება პრობლემაა, თუმცა ამის პარალელურად, ბიზნესი კადრების დეფიციტს განიცდის. კომპანიებს სამუშაო ძალის პოვნა უჭირთ. მსხვილი ბიზნესების წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ვაკანსიების გამოცხადების მიუხედავად დასაქმების მსურველების მხრიდან ინტერესი აღარაა. 

ერთ-ერთი უმსხვილესი ინდუსტრია, რომელსაც კადრების დეფიციტი მწვავედ შეეხო სარესტორნე ბიზნესია. “საქართველოს გასტრონომიის ასოციაციაში” განმარტავენ, რომ 2020 წლის შემდგომ კადრების გადინება მათ სექტორში პრობლემაა. ინდუსტრიაში ხელფასები დაახლოებით ერთი წლის წინ 800-დან 1200 ლარამდე მერყეობდა. დღეს ხელფასები კადრების მოზიდვის მიზნით შედარებით მომატებულია, თუმცა ვაკანტურ ადგილზე დასაქმების მსურველი არ ჩანს. “საქართველოს გასტრონომიის ასოციაციის” ხელმძღვანელი ლევან ქოქიაშვილი აღნიშნავს, რომ  ამ დროისთვის ბიზნესმა თანამშრომლების 70% დაკარგა, რისი განმაპირობებლი მიზეზი რამდენიმეა. 

“პირველი პრობლემა აქ არის ის, რომ ჩვენი სფეროს სტუმარ-მასპინძლობის სექტორის პოპულარიზაცია არ ხდება. სამუშაოს მაძიებლებმა უნდა გაიგონ, რომ ეს სფერო აღდგა და ჩვენ კადრებს ვეძებთ. მეორე პრობლემა არის ის, რომ ჩვენს სექტორში ძალიან დაბალი ხელფასებია, ეს კი რესტორნების არასრული სამუშაო გრაფიკითაა გამოწვეული. მოგეხსენებათ ჩვენ ჯერ კიდევ 23 საათზე ვიკეტებით, რაც ბიზნესზე უარყოფითად მოქმედებს. ხოლო მესამე და სერიოზული პრობლემა კადრების საზღვარგარეთ გადინებაა. იქ არსებული ხელაფსები ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისთვის დამაკმაყოფილებელია” - განაცხადა ლევან ქოქიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები