მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რესტორატორთა ასოციაცია თბილისში "ტურისტული პატრულის" გამოჩენის ინიციატივით გამოდის

578b30bb9bcc5
BM.GE
17.07.16 11:14
6829
თბილისის ქუჩებში, შესაძლოა "ტურისტული პატრული" გამოჩნდეს. იდეის ინიციატორი რესტორატორთა ასოციაციაა. ასოციაციის ხელმძღვანელის ქეთი კვიჭიძეს განცხადებით, იდეა პირველად ვეგანური კაფის დარბევის შემდეგ გაჩნდა. მისი თქმით იდეას იცნობს ბიზნესომბუდსმენი და შინაგან საქმეთა სამინისტროც.

"ვფიქრობ, რომ ეს პატრულები დატრენინგებულები უნდა იყვნენ, კარგად უნდა იცოდნენ იმ ღირშესანიშნაობების შესახებ, რომლებზეც შესაძლოა ტურისტებმა დაუსვან კითხვები, რათა დაცვის გარდა გიდის ფუნქციაც რომ შეითავსონ. როდესაც ვეგენური კაფე დაარბის, იმ დროს სადმე ახლოს ქვეითი პატრული რომ ყოფილიყო, რეაგირება უფრო მალე მოხდებოდა“, - აცხადებს ქეთი კვიჭიძე. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, თბილისის ქუჩების ნაწილში ქვეითი პატრული გამოჩნდა.

"ტურისტული პატრული ჯერ-ჯერობით ცოტა შორეული პერსპექტივაა. სხვა პატრულისგან განმასხვავებელი ის იქნება, რომ საიმიჯო სახე შეიქმნება ცოტა განსხვავებული ჩაცმულობით. მსგავსი პროექტი ისრაელშიც არის, მაგრამ ჩვენ ის არ გვჭირდება, იმიტომ, რომ იქ შეიარაღებული ადამიანები არიან ამ ფუნქციით დაკავებული. ჩვენს ქვეყანაში "ტურისტული პატრულის“ ფუნქცია ტურისტების უსაფრთხოება უნდა იყოს, მათი დაცულობა და ინფორმირება და ამავე დროს ჩვენი ქვეყნისთვისაც კარგი იმიჯი იქნება, რომ ტურისტებზე ვზრუნავთ", - აცხადებენ რესტორატორთა ასოციაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები