მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რესტორნებმა მენიუში ფასი დღგ-ის და მომსახურების ხარჯის ჩათვლით უნდა მიუთითონ

 მენიუში დღგ-ის ფასი

რესტორნებმა მენიუში ფასი დღგ-ისა და მომსახურების ხარჯის ჩათვლით უნდა მიუთითონ- ამის შესახებ ინფორმაცია დღეს კონკურენციის და მომხმარებლების დაცვის სააგენტომ გაავრცელა. როგორც სააგენტოს განცხადებაშია ნათქვამი, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, თითოეული მოვაჭრე ვალდებულია, მკაფიო და გასაგები ფორმით, კვების მენიუში ცვლილება შეიტანოს და მომხმარებელს ინფორმაცია საქონლის საბოლოო (ჯამური) ფასის შესახებ მიაწოდოს. მენიუში მითითებული იქნება დღგ და ყველა სხვა გადასახადი. მათ შორის, მომსახურების გადასახადი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები