სარესტორნო ბიზნესისთვის სასურსათო პროდუქციის გაძვირება მძიმე ფინანსური წნეხია- ამის შესახებ BM.GE-თან ინტერვიუში ცეხის თანადამფუძნებელი და რესტორატორი ვახტანგ კანდელაკი. მისი თქმით, საშუალო ჩეკის ღირებულება ერთ ადამიანზე ამ ფაქტორის გათვალისწინებით 60 ლარამდეა გაზრდილი, რასაც მისი შეფასებით, სამომხმარებლო აქტივობაზე თავისი გავლენა ჰქონდა.
“პროდუქტების ფასები 25-30%-ით არის გაზრდილ საშუალო მენიუდან გამომდინარე. ანუ საშუალო ჩეკი თუ იყო გათვლილი ბიზნეს მოდელში 40-დან 60 ლარამდე (საშუალო რესტორნის ერთი ადამიანის ღირებულება), ეს მაჩვენებელი მაქსიმალურ ზღვარს მიუახლოვდა და ზოგ შემთხვევაში 60 ლარსაც გადააჭარბა საშუალო ჩეკის ღირებულებამ, იმიტომ რომ პროდუქტის ფასები გაიზარდა. ბიზნეს ოპერატორი ვეღარ ეწევა იმას, რომ დაარეგულიროს შიდა მენეჯმენტის ხარჯზე ფასები.
ხორცის ფასი ჯერჯერობით სტაბილურია, ნუ თუ არ ჩავთვლით საახალწლოდ ფასის ზრდას. მწვანილები არის ძალიან გაძვირებული, ბოსტნეულიდან ყველაზე ძვირია მწვანილი.
ადამიანების X რაოდენობა დადიოდა, ახლა დადის ბევრად ნაკლები და ეს თვალსაჩინო დღის განმავლობაშია.
მაგალითად თუ ლანჩზე გადის ადამიანი, მას საშუალო ხელფასი მაღალი აქვს ან შემოსავალი აქვს მაღალი. აქედან გამომდინარე, თუ რესტორანში მოდის ლანჩზე, ესე იგი რაღაც დინამიკაში სწორად ხდება. როგორც კი მცირდება ლანჩზე და თუ მაგალითად სოციალურ ქსელში შეგხვდათ ბანერი, რომ 20%-30%-იანი, ფასდაკლებაა ლანჩზე, მიხვდებით რომ პრობლემა არის. აქედან გამომდინარე, ძირითადი მომხმარებელი გაჭირვების დროს უარს ამბობს ლანჩზე. ძალიან იშვიათად თუ ამოაგდებს საღამოს კვებას რესტორანში.” - ამბობს “ცეხის” თანადამფუძნებელი, რესტორატორი ვახტანგ კანდელაკი.




























