2024 წლის ივლისში, "თიბისი ბანკის" არხებით, რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 54%-ით გაიზარდა. ამის შესახებ მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის შესახებ TBC Capital-ის პუბლიკაციაშია აღნიშნული.
ანგარიშის მიხედვით, რესტორნებსა და კაფეებში ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯი 36 ლარს შეადგენს, რაც 2023 წლის იანვრიდან მოყოლებული, ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
საგულისხმოა, რომ "თიბისი ბანკის" არხებით გართობაზე დანახარჯები მაისიდან იკლებს და ივლისში წლიურად 10%-ით შემცირდა.
2024 წლის ივლისში, წლიურად გაიზარდა როგორც ჯამური უნაღდო დანახარჯების მოცულობა, ასევე, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა.