მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“რესურსი კრიტიკულ ზღვარზეა, შეუძლებელია პაციენტების ზარებზე დროული რეაგირება” - "PSP დაზღვევა"

61fa92ab45847
ანუკა ჯოხაძე
02.02.22 23:18
1082
კორონავირუსით ინფიცირებულთა მომსახურებაში ცვლილებებია. აქამდე თუ ოჯახის ექიმს პროტოკოლით პაციენტთან 24 საათში დაკავშირება მოეთხოვებოდა, ცვლილებებით ოჯახის ექიმი ვალდებულია პაციენტს 48 საათის განმავლობაში დაუკავშირდეს.

"PSP დაზღვევის" გენერალური დირექტორი სოფო ლებანიძე ამბობს, რომ პროტოკოლში შესული ცვლილებები არსებით გავლენას დატვირთვაზე ვერ იქონიებს. მისი თქმით, პაციენტთან დაკავშირების დრო კი გაიზარდა, თუმცა ამის პარალელურად ქვეყანაში ყოველდღიურად მატულობს კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. შესაბამისად, ლებანიძის განმარტებით, დღეს არსებული პაციენტების ხარისხიანი და დროული მომსახურება, ოჯახის ექიმებისა და ქოლ-ცენტრის ოპერატორების არსებული რესურსით დღითიდღე უფრო რთული ხდება.

“ჩვენ არ გავურბივართ იმ საჭიროებას, რომ დავიმატოთ რესურსები, უბრალოდ რესურსს ვიმატებთ და გაზრდილი რესურსები ამ მოთხოვნას მაინც ვერ აკმაყოფილებს. მაღალი ალბათობით სახელმწიფოს მხრიდან პაციენტთან დაკავშირებით დროის ზრდა ომიკრონის შტამს უკავშირდება, რომელიც ხშირად მსუბუქად და უსიმპტომოდ მიმდინარეობს. მეორე მიზეზი ამის შეიძლება იყოს ის, რომ სახელმწიფო ხედავს იმ კრიტიკულ ზღვარს, რომელზეც მუშაობს როგორც კერძო სექტორი ისე ყველა სახელმწიფო სტრუქტურა. თუ ეს ტენდენცია გაიზარდა, 48-საათიანი პროტოკოლი, ჩემი აზრით, დიდ შეღავათს არ მოგვცემს და შეფერხებები მომხმარებლების ხარისხიან მომსახურებაზე კვლავ გვექნება.” - აცხადებს სოფო ლებანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები