მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„რეტროს“ მფლობელი 5 ათასი ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს

647f42871b979
BM.GE
06.06.23 19:10
1108
„რეტროს“ მფლობელი თეიმურაზ ვარშანიძე სასამართლომ, 5 ათასი ლარის, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლა. მას ასევე დაზარალებულ პირთან კომუნიკაცია აუკრძალეს.

„ხელით შევეცადე გამეყვანა გარეთ… შემდეგ დამესია რამდენიმე სხვა პიროვნება, პატიებას ვითხოვ…”,- მიმართა მოსამართლე ლევან ყოლბაიას ბრალდებულმა თეიმურაზ ვარშანიძემ. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესზე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდება თავად პროკურორმა მოითხოვა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ რესტორან "რეტროს" ერთ-ერთმა თანამშრომელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ რესტორნის მეპატრონე ერთ-ერთ მიმტანს ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა. აღნიშნულის გამო, შრომის ინსპექცია "რეტროში" თანამშრომლების უფლებების დარღვევის ფაქტებს იკვლევდა. დააკავეს რესტორან „რეტროს“ მფლობელიც. მას გამოძიება მიმტანზე ფიზიკურ ძალადობას, ასევე, მუქარას ედავებოდა.

ამასთან, შრომის ინსპექციის სამსახურმა „შპს რეტროსა“ და „შპს რესტრო 2“-ს სამუშაო პროცესი შეუჩერა. უწყების ცნობით, მათ მიერ კომპანიის 3 ობიექტი თბილისსა და ბათუმში შემოწმდა, რის შედეგადაც უსაფრთხოების ნორმების დარღვევისა და არასათანადო სამუშაო პირობების გამო „შპს რეტრო“ და „შპს რესტრო 2“ სამუშაო პროცესის შეჩერებასთაერთად, დამატებით 30 000 ლარით დაჯარიმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები