მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Reuters: ჰოლანდიური პორტი ქართულ მცურავ მონასტერს გაცურვისკენ მოუწოდებს

5e0cf3a9252f9
BM.GE
01.01.20 23:28
9991
Reuters-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც ჰოლანდიის ქალაქ ვლისინგენის პორტში, გემზე აგებულ ქართულ მონასტერს შეეხება. სტატიის მიხედვით, ხომალდს, რომელზეც მონასტერი არის მოწყობილი, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია მეორის საპატივცემულოდ, “ELIA II” ეწოდება.

ქალაქ ვლისინგენის მერიის გადაწყვეტილებით, მცურავმა სამლოცველომ პორტი 2020 წლის 1 მარტამდე უნდა დატოვოს.

“ჯერ კიდევ დაუმთავრებელი მონასტერი არის მამა აბიბოსის ოცნება, რომელიც გემის სამლოცველოდ გარდაქმნაზე ბოლო ორი წლის განმავლობაში მუშაობდა. გემი შიგნიდან სამლოცველოს იერ-სახეს ატარებს, მის ჭერზე მოხატული ფრესკებია. მამა აბიბოს თქმით, მცურავ მონასტერს მისთვის და ორი მონაზვნისთვის - დების - ელისაბედისა და ნინოსთვის განკუთვნილი სივრცეც აქვს,”- ნათქვამია სტატიაში.

მამა აბიბოს თქმით, ის იმედოვნებდა, რომ გემი ნავსაყუდელს ვლისინგენში დაიდებდა, სადაც ქართულ მონასტერს რამდენიმე ასეული მლოცველი ჰყავდა.

ქალაქის თვითმმართველობის წევრი ელს ვერჰაჟი ამბობს, რომ ქალაქი გემისთვის ყოველთვიურად ახანგრძლივებდა ნებართვებს, რათა გემზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დასრულებულიყო, რის შემდეგაც მას ვლისინგენი უნდა დაეტოვებინა.

"პორტში მონასტრის მოწყობა არ არის დაშვებული, მამა აბიბოსი ჩვენ ამის თაობაზე წერილობით გავაფრთხილეთ,"- ამბობს ის. 

Reuters-თან საუბარში მამა აბიბოსი ამბობს, რომ გემზე სარემონტო სამუშაოების პირველ მარტამდე დასრულებას ეცდებიან. ამასთანავე, ხომალდისთვის ახალი ნავსაყუდელის ძიებაში არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები