საინფორმაციო სააგენტო "როიტერსის" ინფორმაციით, ამერიკული ელქტრომობილების მწარმოებელი კომპანია Tesla კრიზისულ მდგომარეობაშია, ინვესტორები და ანალიტიკოსები კონცერნისადმი ნდობას კარგავენ.
როგორც სააგენტო წერს, კომპანიის აქციები 40%-ით, 200 დოლარზე დავარდა, რაც 2016 წლის შემდეგ პირველად დაფიქსირდა.
უცხოელი ექსპერტები ვარაუდობენ, რომ აქციების ფასების კლება რამდენიმე ასპექტმა განაპირობა, მათ შორის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ კომპანია ვერ ახერხებს Model 3-ზე მომხმარებლების მოთხოვნის გაზრდას.
ბაზარზე სანდოობის შემცირება გამოიწვია, 2019 წლის აპრილში კომპანიიის მიერ ერთ-ერთ ყველაზე დიდ კვარტალურ წაგებაზე გასვლამ. წლის პირველ სამ თვეში Tesla-მ 702 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა, კონცერნის შემოსავლები 37%-ით, 4,54 მილიარდ აშშ დოლარამდე შემცირდა, ხოლო ავტომობილების მიწოდებამ 31%-ით იკლო.
ანალიტიკოსები მეორე კვარტალშიც კომპანიის წაგებას პროგნოზირებენ. მათი ვარაუდით, Telsa-ს დანაკარგი ივნისში 280 მილიონი აშშ დოლარი იქნება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ზაფხულში ილონ მასკმა ფინანსური კირიზის გამო, კონცერნში დასაქმებული 50 000 ადამიანიდან, 4 500 გაათავისუფლა. ვარაუდობენ, რომ წელს კიდევ, 3 150 ადამიანს სამსახურის დაკარგვა მოუწევს.

























