მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Reuters; Twitter-ის პრობლემები-მომხმარებელთა პირადი მონაცემები უნებართვოდ გამოიყენეს

5d4a835e0833c
მიხეილ ხაჩიძე
07.08.19 23:00
513

Twitter-ს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით პრობლემები აქვს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის ცნობით, პოპულარული სოციალური ქსელიდან მომხმარებელთა პირადი მონაცემები სარეკლამო კომპანიებმა ნებართვის გარეშე გამოიყენეს. კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2018 წლის მაისიდან, პრობლემა სოციალური ქსელის პარამეტრებში შექმნილმა გაურკვევლობამ გამოიწვია.


კერძოდ, მომხმარებლებმა, რომლებიც მობილური აპლიკაციით სარგებლობდნენ, გარკვეული პერსონალური მონაცემები: ქვეყნის კოდი, აპლიკაციის გამოყენების ვადები, მობილური ტელეფონის მოდელი და ა.შ. სარეკლამო პარტნიორებს ავტომატურად, მათი თანხმობის გარეშე გაუზიარეს.


Twitter -მა ხარვეზი რამდენიმე დღის წინ აღმოაჩინა და გამოასწორა. კომპანია მომხმარებელს ბოდიშს უხდის და მსგავსი შემთხვევების აღმოფხვრაზე აქტიურ მუშაობას განაგრძობს.
 

ცნობისათვის: ამერიკული სოციალური ქსელით მსოფლიოს მასშტაბით, აქტიურად,  დაახლოებით, 300  მილიონი ადამიანი სარგებლობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები