მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რევაზ ვაშაკიძე: როდესაც TBC ბანკში ხაზარაძე-ჯაფარიძე იყვნენ, თავს უფრო დაცულად ვგრძნობდი

5d3ec01833916
ლიკა გურაბანიძე
29.07.19 16:18
1764
„ჩვენ "თიბისი ბანკში" ანგარიში გვაქვს და მათთან ვთანამშრომლობთ, როდესაც ბანკში ხაზარაძე-ჯაფარიძე იყვნენ, თავს უფრო დაცულად ვგრძნობდი", - ამის შესახებ ბიზნესმენმა, კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ bm.ge-ისთან ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ გადაწყვეტილება უნდა შეცვალონ და როგორც „თიბისი ბანკის ჯგუფში" ასევე ანაკლიის პორტის პროექტში უნდა დარჩნენ.

„ბანკის ასე მიტოვება არ შეიძლება, ეს იგივეა, ადამიანმა შვილზე რომ უარი თქვას. ჩემი აზრით, ორივე პროექტი დაიღუპება და სჯობს, ხაზარაძე-ჯაფარიძემ გადაწყვეტილება შეცვალონ და პროექტებში დარჩნენ,“ - განმარტა ბიზნესმენმა.

„ჩირინას“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ თუ ფულის გათეთრებას ადგილი ნამდვილად ჰქონდა, ეს სახელმწიფომ საზოგადოებას უნდა დაუმტკიცოს.

„როდესაც საქმე მსხვილ ბიზნესს ეხება, ყოველთვის მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა. სახელმწიფო თავის პოზიციებს კარგავს იმიტომ, რომ საქმეს გამჭვირვალობა აკლია, ხოლო როდესაც გამჭვირვალობა ნაკლებია, ეს ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს აუარესებს.  ჩვენთან ბიზნესის განსავითარებლად კარგი საკანონმდებლო ბაზაა, რაც დადებითია, თუმცა საქმეში გამჭვირვალობაა საჭირო", - აღნიშნა ვაშაკიძემ.

ცნობისთვის: მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თიბისი ბანკის ჯგუფში სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის და მოადგილის პოზიციების დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება თავად მიიღეს. გარდა ამისა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირას გაიმართება პრესკონფერენცია და ხაზარაძე-ჯაფარიძე ანაკლიის განვითარების კონსორციუმის მმართველ საბჭოში დაკავებულ თანამდებობებსაც დატოვებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 24 ივლისს ხაზარაძე-ჯაფარიძეს ფულის გათეთრების მუხლით ბრალი წარუდგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით, 1-1 მლნ გირაოს შეფარდება მოითხოვა, თუმცა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, ორივეს გირაოს სახით, 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდათ. თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება ხაზარაძე-ჯაფარიძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ უკვე გაასაჩივრა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები