მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირმა" მხარდამჭერი აქცია გამართა

5761020af273b
BM.GE
15.06.16 11:20
1806
ლისის ტბის მიმდებარე ტეროტორიაზე „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ მხარდასაჭერად და ჯანმრთელი სახსრების შესანარჩუნებლად ველორბოლა გაიმართა. აქცია კამპანია „ყველაფერი ჩვენს ხელშია“ ფარგლებში ჩატარდა.
 
ღონისძიების მიზანია, საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობადობის ამაღლება იშვიათი დაავადების - რევმატოიდული ართრიტის შესახებ, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტიკა და ადეკვატური თერაპიის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

ნებისმიერ მსურველს საშუალება ჰქონდა მონაწილეობა მიეღო ველორბოლაში და ამ ფორმით მხარი დაეჭირა რევმატოიდული ართრითით დაავადებული პაციენტებისთვის.
ღონისძიების საკომუნიკაციო კამპანიას უზრუნველყოფს კომპანია „ჯეპრა“. აქციის მხარდამჭერია ველო კლუბი „Georiders“ და თბილისის ველომოყვარულთა კლუბი. მხარდამჭერებთან ერთად მონაწილეობდნენ „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ თავმჯდომარე ინგა მამუჩიშვილი, დამფუძნებლები მარინა საღარაძე და რუსუდან ედიბერიძე,, პაციენტების სურვილია საზოგადოებას მიაწოდონ მნიშვნელოვანი გზავნილი "ყველაფერი ჩვენს ხელშია".

"რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტებს სახსრების გაუსაძლისი ტკივილის გამო უჭირთ მოძრაობა, ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ამ დაავადებასთან მიმართებაში, რადგან თითოეული თქვენგანის მხარდაჭერა გაზრდის შანსს, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულმა პაციენტებმა მიიღონ ადეკვატურ მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა", - აღნიშნავს „რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირის“ თავმჯდომარე ინგა მამუჩიშვილი.

„ერთი თვის განმავლობაში ჩვენი სურვილია ასეთი სიმბოლური აქციებით, როგორიც იყო ხეების დარგვა, ველორბოლა, ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების გაზრდას დაავადების სიმძიმესთან დაკავშირებით და ხმა მივაწვდინოთ შესაბამის სტრუქტურებს გაიზარდოს დაავადებულმა პაციენტების ადეკვატური მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა", - განმარტავს დამფუძნებლები მარინა საღარაძე.

შეგახსენებთ, რომ რევმატოიდული ართრიტით დაავადებულ პაციენტთა კავშირი დაფუძნდა წელს, 20 მაისს. კავშირის დაფუძნებით საქართველო შეუერთდა აუტოიმუნური ართრიტის მსოფლიო დღეს, რომელიც მთელ მსოფლიოში 2012 წლიდან აღინიშნება. ღონისძიებას ესწრებოდნენ მედიკოსები და ჯანდაცვის უწყებების წარმომადგენლები, კავშირის მხარდამჭერებთან ერთად. დასასრულს გამოქვეყნდა ონლაინ პეტიცია, მიმართული საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსადმი - საქართველოში რევმატოიდული ართრიტით დაავადებული პაციენტებისთვის ბიოლოგიურ პრეპარატებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის ხელშეწყობის თხოვნით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები