მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

რეზერვები წლის ბოლოსთვის დაახლოებით $5.8 მილიარდს მიაღწევს - Galt & Taggart

ეროვნული ბანკი

Galt & Taggart-ის მოლოდინით, რეზერვები წლის ბოლოსთვის დაახლოებით $5.8 მილიარდს მიაღწევს.

ოქტომბერში სებ-მა $167 მილიონი შეისყიდა - სავალუტო რეზერვების მოცულობა $5.6 მილიარდია

ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, რეკორდულად მაღალი საერთაშორისო რეზერვები მხარდაჭერილია ძლიერი სავალუტო შემოდინებით, ასევე ოქროს ფასისი ზრდის გავლენით.

"მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წინა წელთან შედარებით 37.2%-ით გაიზარდა და 2025 წლის ოქტომბერში რეკორდულ 5.6 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. დაგროვებას ძირითადად ტურიზმიდან და ფულადი გზავნილებიდან შემოსული ძლიერი სავალუტო შემოდინება უწყობდა ხელს, რამაც ეროვნულ ბანკს საშუალება მისცა, 2025 წლის მარტიდან ოქტომბრამდე მნიშვნელოვანი მოცულობის ვალუტის შესყიდვები (1.8 მილიარდი აშშ დოლარი) განხორციელებულიყო.

ჩვენ ველოდებით, რომ რეზერვები გააგრძელებს გაძლიერებას და 2025 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 5.8 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს",- აღნიშნავენ საინვესტიციო ბანკში.

ამასთან, Galt & Taggart-ის პროგნოზია, რომ მომდევნო წელს ლარის კურსი სტაბილური დარჩება.

"ლარი სტაბილური რჩება 25 ნოემბერს ლარი წინა თვესთან შედარებით 0.4%-ით გამყარდა. 2025 წლის იანვარ-ნოემბერში გაცვლითი კურსი საშუალოდ 2.75-ს შეადგენს. ჩვენ ველით, რომ ის 2026 წელსაც სტაბილური დარჩება",- აღნიშნულია პუბლიკაციაში.

რაც შეეხება ინფლაციას, Galt & Taggart-ის მოლოდინით, საშუალო წლიური ინფლაცია 2025 წელს 3.9%, ხოლო 2026 წელს 3% იქნება. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი კი 2025 წლის ბოლომდე 8%-ზე შენარჩუნდება.

"ჩვენი პროგნოზით, ინფლაციის მოსალოდნელი შენელება 2026 წლის მეორე კვარტალში მარეგულირებელს საშუალებას მისცემს, დაიწყოს შემსუბუქება, პოტენციურად განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით, 7.5%-მდე შეამციროს",- აღნიშნულია მიმოლიხვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები