მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეზერვების 5 თვის სტატისტიკა გაცილებით შთამბეჭდავი იქნება - ნათია თურნავა

ნათია თურნავა

სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა ამბობს, რომ სავალუტო რეზერვების შევსება და ადეკვატურ დონემდე მისვლა სტრატეგიული პრიორიტეტია.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, 5 თვის სტატისტიკა გაცილებით შთამბეჭდავი იქნება.

"ყოველთვის, როცა კი გვეძლევა ამის საშუალება ბაზარზე ისე, რომ არ დავაწვეთ სავალუტო კურსს, ვყიდულობთ რეზერვებს და ვავსებთ. ეს წელსაც ასეა. 4 თვის სტატისტიკა უკვე გამოქვეყნებულია და მინდა გითხრათ, რომ 5 თვის სტატისტიკა როცა გამოქვეყნდება, გაცილებით უფრო შთამბეჭდავი იქნება. ვაგრძელებთ რეზერვების შევსებას იმისთვის, რომ ყოველთვის გვქონდეს ადეკვატურ დონეზე. თუკი დგება ასეთი მომენტი, როგორც შარშან იყო, როდესაც იმისთვის, რომ დავაცხროთ ბაზარზე ღელვა, რომელიც არ არის დაკავშირებული მაკროეკონომიკური ფაქტორების გაუარესებასთან, არამედ მხოლოდ გაურკვევლობით არის განპირობებული, ამისთვის ყოველთვის მზად უნდა ვიყოთ, რომ გარკვეული ლიკვიდობა მივაწოდოთ ბაზარს, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ როგორც კი პირველივე შანსი მოგვეცემა, ისევ აღვადგენთ რეზერვებს, როგორც ვაკეთებთ წელს. ასე რომ, საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ამასთან დაკავშირებით",- ამბობს თურნავა.

სებ-მა აპრილში Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული სავალუტო ინტერვენციების შედეგად 266.4 მილიონი აშშ დოლარის წმინდა შესყიდვა განახორციელა. შედეგად, ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები 4.52 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს.

2025 წლის განმავლობაში ეროვნული ბანკის მიერ Bmatch პლატფორმაზე განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები ასე გამოიყურება:

  • იანვარ-თებერვალში – წმინდა შესყიდვა არ განხორციელებულა
  • მარტი – წმინდა შესყიდვა 101.7 მლნ აშშ დოლარი
  • აპრილი – წმინდა შესყიდვა 266.4 მლნ აშშ დოლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები