ჯანდაცვის სამინისტრომ სკოლაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო ფარმაცევტული საშუალებები და სამედიცინო დანიშნულების საგნების ჩამონათვალი განსაზღვრა, რომლის თანახმადაც სკოლის სამედიცინო კაბინეტის აღჭურვილობაში უნდა შედიოდეს: მაგიდა; ტახტი; სააფთიაქო კარადა; სამედიცინო სასწორი; სიმაღლის საზომი; ხელის დინამომეტრი; თერმომეტრი; ტონომეტრი; ფონენდოსკოპი; გამადიდებელი ლუპა; რეზინის ლახტი; რეზინის სათბური; ბუშტი ყინულისათვის; სამედიცინო მაკრატელი; პინცეტი; ნიღაბი "პირით-პირში” სუნთქვისთვის; საკაცე; მაცივარი.
რაც შეეხება მედიკამენტებს, ჩამონათვალი ასეთია:
–არანარკოტიკული ტკივილგამაყუჩებელი/არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო/სიცხის დამწევი საშუალებები (პარაცეტამოლის, იბუპროფენის ტაბლეტები, სიროფი);
–ცენტრალური მოქმედების ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ. კეტოროლაკი);
–ანტიჰისტამინური საშუალებები (მაგ.,ქლორპირამინის ჰიდროქლორიდის ამპულები და ტაბლეტები, ლორატადინის, დესლორატადინის ტაბლეტები);
–ადგილობრივი მოქმედების ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები (მაგ.დიკლოფენაკი);
–ღებინების საწინააღმდეგო საშუალება და კუჭ-ნაწლავის მოტორიკის სტიმულატორი (დომპერიდონი და სხვ. წვეთების ან სიროფის სახით);
–ანტიბრონქოსპაზმული საშუალებები (სალბუტამოლის ტაბლეტები, სიროფი, საინგალაციო პრეპარატები -ალბუტეროლი და სხვ.);
–სპაზმოლიზური საშუალებები (მაგ.ჰიოსცინ-ნ-ბუტილბრომიდი, დროტავერინი);
–რეჰიდრატაციული საშუალება, პერორალური ელექტროლიტების წყალში გასახსნელი პაკეტები;
–პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორი (მაგ. ომეპრაზოლი);
–დიარეის საწინააღმდეგო საშუალება (მაგ. დიოსმექტიტი);
–ანტაციდები (მაგ.ალუმინიუმის ფოსფატი);
–კორტიკოსტეროიდული საშუალება (დექსამეტაზონი, პრედნიზოლონი ამპულებში);
–მუკოლიზური და ხველის საწინააღმდეგო პრეპარატები (მაგ. ამბროქსოლის სიროფი და ტაბლეტები);
–ადგილობრივი გამოყენების ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ფარინგიტის და ტონზილიტის დროს;
–ვალიდოლი (აბები), ვალერიანი (წვეთები);
–თვალის წვეთები - (მაგ., სულფაცეტამიდუმის 20% და 30 %-იანი ხსნარი)
–ცხვირის წვეთები, ნაზალური სპრეი
–ყურის წვეთები - (მაგ.,ლიდოკაინისა და ფენაზონის ნარევი, ქოლინსალიცილატი და სხვა)
ანტისეპტიკური და შესახვევი საშუალებები:
–თვალის ამოსარეცხი ხსნარი;
–სამედიცინო სპირტი (96%-იანი);
–წყალბადის ზეჟანგი (3% ხსნარი);
–ბრილიანტის მწვანე (1%-იანი ან 2%-იანი სპირტხსნარი);
–იოდი (5%-იანი სპირტხსნარი);
–ბეტადინის ხსნარი ჭრილობის დასამუშავებლად;
–სხვადასხვა ზომის სტერილური საფენები;
–ბაქტერიოციდული პლასტირები ჭრილობებისთვის;
–ჰიგროსკოპული ბამბა;
–ბინტები /სამედიცინო გადასახვევი მასალა;
–ერთჯერადი საინექციო შპრიცები;
–ერთჯერადი შპადელები;
–ერთჯერადი ხელთათმანები (არასტერილური).
“იმ შემთხვევაში, როცა სამედიცინო მომსახურებას ახორციელებს საშუალო სამედიცინო პერსონალი (ექთანი), ზემოაღნიშნული ნუსხიდან, მიზანშეწონილია, ამოღებულ იქნეს დექსამეტაზონის, პრედნიზოლონის, სუპრასტინის ამპულები, სალბუტამოლი და დოპროკინი.
შენიშვნა: წარმოდგენილი ნუსხა არის სარეკომენდაციო და დაწესებულების საჭიროებიდან/სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია, შეივსოს ექიმ-სპეციალისტის კვალიფიკაციის გათვალისწინებით" - ნათქვამია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გამოქვეყნებულ ზოგადი რეკომენდაციების დოკუმენტში.

























