გერმანული Rheinmetall დასავლეთ უკრაინაში სამხედრო ტექნიკის სამ თვეში ქარხანას გახნის.
გერმანიის სამხედრო ტექნიკის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიის ხელმძღვანელი, არმინ პაპერგერი ასევე ამბობს, რომ ტანკებისა და სხვა სამხედრო ტექნიკის მომსახურების გაწევაზე უკრაინელებს ტრენინგები ჩაუტარდებათ.
“უკრაინელებმა საკუთარი თავისთვის დახმარება უნდა შეძლონ. თუ ისინი მუდმივად დაელოდებიან დახმარებას ამერიკისგან ან ევროპისგან მომდევნო 10-20 წლის განმავლობაში, ეს შეუძლებელი იქნება”,-თქვა მან.
კომპანიაში იმედოვნებენ, რომ უკრაინაში შეძლებენ 200 მილიონი ევროს ღირებულების საბრძოლო ტანკების ქარხნის გახსნას, რომელსაც წელიწადში დაახლოებით 400 ტანკის წარმოება შეეძლება. პაპერგერი ასევე ამბობს, რომ ქარხანა რუსეთის თავდასხმებისგან დაცული უნდა იყოს.
“ამ ეტაპზე უკრაინაში ძალიან ბევრი ქარხანაა, რომლებიც სამხედრო საქონელს აწარმოებენ. ასე რომ ეს ქარხანა ერთ-ერთი მათგანი იქნება და ჩვენ მისი დაცვა შეგვიძლია”,-უთხრა მან CNN-ს.
უკაინაში Rheinmetall-ის გეგმებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი უკვე გამოეხმაურა და თქვა, რომ რუსეთს ამაზე საპასუხო რეაქცია ექნება. პაპერგერმა ასევე დასძინა, რომ თეორიულად მის კომპანიას უკრაინის საარტილერიო საბრძოლო მასალის 60%-ის უზრუნველყოფა შეუძლია.