მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"RIA პარლამენტარის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზეც უნდა გავრცელდეს"

5b9d080fd9b48
თეო ივაშჩენკო
15.09.18 20:00
832
საქართველოს ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ გადაცემაში „საქმის კურსი“ ისაუბრა „რეგულირების ზეგავლენის შეფასების“ დოკუმენტის მიღების აუცილებლობაზე. მისი განცხადებით, ბიზნესომბუდსმენის აპარატი აქტიურად არის ჩართული მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის ე.წ. დრაფტის მომზადების პროცესში, რაც ითვალისწინებს კანონპროექტის ინცირებისას „რეგულაციის ზეგავლენის შეფასების“, იგივე RIA-ს დანიშვნის აუცილებლობას.

„ამ ეტაპზე კანონპროექტის დრაფტში ჩვენ ვისურვებდით ერთ მნიშვნელოვან ცვლილებას. საკონსულტაციო შეხვედრებზე ჩვენ დავაყენეთ საკითხი იმის შესახებ, რომ "რია" პარლამენტარის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზეც უნდა გავრცელდეს“ - აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები