მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

RIA-ს ინსტიტუციონალიზაცია მიმდინარეობს, თუმცა ნელი ტემპით - მაია გუნცაძე

6443c7bb9b874
მარიამ ვარადაშვილი
22.04.23 16:15
1190
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მრჩეველი, მაია გუნცაძე ამბობს, რომ რეგულირების ზეგავლენის შეფასების [RIA] მექანიზმის დანერგვა ნელი ტემპით მიმდინარეობს. როგორც მან BMGTV-ს ეთერში განაცხადა 2010 წლიდან ქვეყანაში RIA-ს 60-მდე დოკუმენტი მომზადდა, საიდანაც საჯარო სექტორის წილი მხოლოდ 30%-ს შეადგენს.

რეგულირების ზეგავლენის შეფასება არის საშუალება, რომელიც ამოწმებს და აფასებს კანონის შესაძლო სარგებელს, დანახარჯებსა და შედეგებს. ფაქტობრივად იგი წარმოადგენს პროცესს, რომლის განმავლობაშიც ხდება იდენტიფიცირება და შეფასება იმ მოსალოდნელი შედეგებისა და ზეგავლენის, რომელიც რეგულირებას თან ახლავს.

“RIA-ს ინსტიტუციონალიზაცია მიმდინარებს, თუმცა ნელი ტემპით. USAID-ის ეკონომიკურმა პროგრამამ ექსპერტების ჩართულობით სიტუაციის წინასწარი შეფასება გააკეთა იმაზე თუ რამდენად მიმდინარეობს მისი დანერგვა იმ ტემპით, რა ტემპითაც ის უნდა ხორციელდებოდეს. მცირედი ანალიზი ჩავატარეთ და ვნახეთ, რომ ათი წლის განმავლობაში ქვეყანაში RIA-ს 59 დოკუმენტია შემუშავებული. საინტერესოა ის, რომ მათგან დაახლოებით 30% სახელმწიფოს მიერ არის ინიცირებული, ხოლო დანარჩენი დონორების ან დაინტერესებული მხარეების მიერ არის ჩატარებული. ეს ნიშნავს, რომ ბიზნესისა და დონორი ორგანიზაციების ინტერესი ამ მექანიზმის მიმართ ჯერჯერობით უფრო დიდია, ვიდრე საჯარო სექტორის. ამოტომ, USAID-ის ეკონომიკური მმართველოს პროგრამა მთავრობის ადმინისტრაციის საპარლამენტო მდივნის ოფისთან შეთანხმდა დაეფუძნებინა RIA-ს მხარდამჭერი პლატფორმა. ამ პროექტში ჩავრთეთ RIA-ს სამი დამოუკიდებელი ექსპერტი. ეს ექსპერტიზა ხელმისაწვდომია ყველა საჯარო უწყებისთვის, ვისაც RIA-ს მომზადება სჭირდება. შესაბამისად, მომართვის შემთხვევაში ჩვენი დამოუკიდებელი ექსპერტები გაუწევენ ზედამხედველობას და დაეხმარებიან საჯარო უწყებებს RIA-ს მომზადებაში",-აცხადებს გუნცაძე.

მისივე თქმით, ამ პლატთორმის დახმარებით საჯარო უწყებებში RIA-ს ორი დოკუმენტი უკვე მომზადდა, თუმცა ეს საკმარისი არ არის და ამ მიმართულებით ზრდის პოტენციალს ხედავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები