RIA-ს კანონპროექტი პარლამენტში თებერვალში შევა
რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტთან (RIA) დაკავშირებული კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებას, მთავრობა მომავალი წლის თებერვალში გეგმავს.
ამის შესახებ bm.ge-ს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა ნათია მიქელაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ჯერჯერობით, არ არის გადაწყვეტილი, იქნება თუ არა ის სავალდებულო პარლამენტში მომზადებული კანონპროექტებისათვის.
,,ჯერჯერობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის, ვგეგმავთ კონსულტაციებს ყველა დაინტერესებულ მხარესთან, მათ შორის პარლამენტშიც. რა ფორმატით მოხდება განხილვები ჯერ ვერ გეტყვით, თუმცა კანონპროექტის საკანონმდებლო ორგანოში შეტანამდე, ეს კონსულტაციები აუცილებლად გაიმართება“, - განაცხადა მიქელაძე.
შეგახსენებთ, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილების პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ მომზადებულ ახალ კანონპროექტებზე რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) სავალდებულო ხდება, ხოლო პარლამენტის მიერ მომზადებულზე - არა.
ეს კი მიუღებელია ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის, ასევე არასამთავრობო სექტორისა და ბიზნესისთვის. მაგალითად, PMCG-ის კვლევითი მიმართულების დირექტორი გიორგი ხიშტოვანი შიშობს, რომ შესაძლოა, მთავრობამ სერიოზული საკანონმდებლო ცვლილებები და რეფორმები, პარლამენტიდან ,,გაატაროს“, რაც კანონპროექტს აზრს დააკარგვინებს.
საფონდო ბირჟები