მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"RIA-თან დაკავშირებული კანონპროექტის ინიცირება, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მოხდება"

5b374ac28e09c
თელარა გელანტია
30.06.18 13:16
752
მთავრობის საპარლამენტო მდივნის ნათია მიქელაძის განცხადებით, რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტთან (RIA) დაკავშირებული კანონის პროექტის პარლამენტში ინიცირება, სავარაუდოდ, შემოდგომაზე მოხდება.

როგორც BM.ge-ის მიქელაძემ განუცხადა, საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება საგაზაფხულო სესიაზე იგეგმებოდა, მაგრამ ვერ მოესწრო.

როგორც ცნობილია, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილების პროექტის მიხედვით, მთავრობის მიერ მომზადებულ ახალ კანონპროექტებზე რეგულირების გავლენის შეფასება (RIA) სავალდებულო ხდება, ხოლო პარლამენტის მიერ მომზადებულზე - არა.

აღნიშნული მიდგომა მიუღებელია როგორც ბიზნესომბუდსმენის აპარატისთვის, ისე არასამთავრობო სექტორისთვის და ბიზნეს-წრეებისთვის, მაგრამ კერძო სექტორი, ჯერჯერობით, შეფასების გაკეთებისგან თავს იკავებს, რადგან იმედი აქვთ, რომ RIA პარლამენტარების მიერ მომზადებული კანონპროექტებისთვისაც სავალდებულო იქნება.
თავად ნათია მიქელაძე კი, BM.ge-თან აცხადებს, რომ ბიზნესთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან.

„ბიზნესთან მუდმივ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია. ნებისმიერ ღონისძიებაზე თუ შეხვედრაზე, რომელიც ამ თემაზე ჩატარებულა, ბიზნეს-წრეების წარმომადგენლები აბსოლუტურად ყველგან იყვნენ ჩართულები. კანონპროექტის ბოლო ვერსიაც იქნა გადაგზავნილი და მიმდინარეობს მათთან კონსულტაციები და შეხვედრები“, - აცხადებს მიქელაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები